16:46 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 11:33:31, 818 ნახვა

სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსონ ენგოიანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-108-ე მუხლით.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.თბილისში, ბაბუციძის ქუჩაზე, შ.პ.ს. „ორი ნაბიჯის" მიმდებარე ტერიტორიაზე,  ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამსონ ენგოიანმა ოჯახური კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  მეუღლის მამას - ედუარდ არზუმანიანს მოკვლის განზრახვით დანით მიაყენა ჭრილობა გულმკერდის არეში. ედუარდ არზუმანიანი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე  საათში  გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა სამსონ ენგოიანი დანაშაულის ჩადენიდან მალევე, შემთხვევის ადგილის მახლობლად დააკავეს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასამართლომ ბრალდებულ სამსონ ენგოიანს  10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics