|
2016-06-01 11:20:48, 851 ნახვა
სამართალი
სუს-ის, შსს-ს და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა საჩვენებელი საველე ვარჯიში გამართეს
„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესის “ ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და გარემოსა ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებმა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საჩვენებელი ვარჯიში გამართეს. ვარჯიშს საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხოელი მეცნიერები, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს შესაბამისი უწყებების კოორდინირებულ მუშაობას საშიში მასალების უკანონო ბრუნვის აღკვეთის დროს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ოპერაციების დეპარტამენტის J3/7 დირექტორმა გარი ბლორმა განაცხადა: „ძალიან შთამბეჭდავი და სწრაფი ვარჯიში იყო, რაც, ჩემი აზრით, ასეთი ოპერაციების დროს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს სწრაფი რეაგირება და დააკავონ დამნაშავეები, რათა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა შეძლონ თავიანთი მოვალეობის შესრულება. საქართველო ლიდერია ქბრბ რისკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, ამ კუთხით ყველა ქვეყანა გათვითცნობიერებული უნდა იყოს. აშშ, რომელიც საქართველოს ამაყი პარტნიორია, ეხმარება საქართველოს ამ მიმართულებით. ჩვენ ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვართ და ველოდებით, რომ ჩვენი პარტნიორობა გაგრძელდება“. „საქართველოში მიმდინარეობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი, რომელსაც მასპინძლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. კონგრესის ფარგლებში დღეს გაიმართა საჩვენებელი ვარჯიში, რომელიც ეხებოდა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის აღკვეთას. ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები და დღევანდელ ღონისძიებაზე ჩვენს სტუმრებს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ეხილათ, თუ როგორ ებრძვის კოორდინირებულად საქართველოს შესაბამისი უწყებები საშიში მასალების უკანონო ბრუნვას“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ. „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასპინძლობს, რომელიც 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, თბილისში, სასტუმრო “რედისონში” ტარდება. კონგრესში მსოფლიოს 30 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ქბრბ სფეროს ექსპერტები და მეცნიერები მონაწილეობენ. მასზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გაუვრცელებლობა, ბიოდაცულობა და ბიოუსაფრთხოება, ქიმიური უსაფრთხოების ასპექტები და ა.შ.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)