|
2016-06-01 10:47:20, 582 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ „112-ის გმირები“ დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ამიერიდან, ყოველი წლის 1 ივნისს „112-ის გმირის“ წოდებით დაჯილდოვდება ყველა ბავშვი, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელ შემთხვევებში და ახლობელ ადამიანებს დახმარება დროულად გაუწიოს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილმა 4 მოზარდი „112-ის გმირის“ წოდებით დააჯილდოვა. მან ბავშვებს „112“-ის ცენტრში უმასპინძლა და სპეციალურად მათთვის დამზადებული მედლები და სიგელები გადასცა. “112-ის გმირებმა“ საგანგებო სიტუაციების დროს, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს და ოპერატორებთან ყველა წესის დაცვით ითანამშრომლეს: 13 წლის გიორგი კოსტავამ „112“-ში მეგობრის დასახმარებლად დარეკა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა; 12 წლის ლიზი ქუმსიაშვილმა, მეგობრის ორსულ დედას რომ არ ენერვიულა, შვილის ავადმყოფობის ამბავი არ შეატყობინა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა თავად გამოიძახა; 11 წლის დეა გელაძემ „112“-ში მიზნობრივი ზარი შეუძლოდ მყოფი ბებიის დასახმარებლად განახორციელა; 15 წლის ნინო ადამაშვილმა კი გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში ბოლნისიდან დარეკა და ოპერატორს თავის სახლთან ხის წაქცევის საშიშროების შესახებ აცნობა. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ბავშვებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს და პირადად შეხვდნენ ოპერატორებს, რომლებიც მათ მძიმე წუთებში დაეხმარნენ.
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)