10:34 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 13:23:01, 334 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შშმ პირები სტაჟირებას გაივლიან

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

თამაშრომლობის დოკუმენტს ხელი მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" თავმჯდომარემ თეიმურაზ კაკაბაძემ, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებისათვის" თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ, „აბროგაცის" თავმჯდომარემ დავით ანანიძემ და „Art Way“-ს დირექტორმა ნინო ჩხაიძემ მოაწერეს.

მემორანდუმი სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობს მქონე პირების სტაჟირებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში სამინისტრო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სტაჟირების გავლას სამინისტროს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში და სათანადო პირობების შექმნას მათი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

სტაჟიორად მიიღება შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე პირი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას.

სტაჟირებისათვის კანდიდატთა შერჩევას მემორანდუმზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ და შერჩეულ კანდიდატებს სამინისტროს წარუდგენენ.

შერჩეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სამინისტროში სტაჟირებას ორი თვის ვადით გაივლიან. სტაჟირების დადგენილი პირობებით გავლის შემდეგ სტაჟიორს შესაბამისი სერტიფიკატი მიეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics