|
2016-05-30 21:57:57, 659 ნახვა
სხვადასხვა
სლოვაკეთის პრეზიდენტის პატივსაცემად სახელმწიფო ვახშამი გაიმართა
სლოვაკეთის პრეზიდენტის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სახელით პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო ვახშამი გაიმართა. საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა სახელმწიფო ვახშამზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და სლოვაკ და ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს. „დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში. ეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში, სწორედ მაშინ როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს ვიზიტი ჩვენი ქვეყნების მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარებისაკენ. ქართველ და სლოვაკ ხალხს ბევრი რამ აკავშირებთ, მაგრამ მთავარი მაინც თავისუფლების სიყვარული და საერთო ფასეულობებია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და საერთო ევროპულ კეთილდღეობაში. მინდა აღვნიშნო აქტიური თანამშრომლობა განათლების სფეროში. ყოველწლიურად ქართველი სტუდენტები უმაღლეს განათლებას სლოვაკეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში იღებენ. ჩვენი მეგობრობის დასტურია კომენიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გახსნილი ქართული წიგნის კუთხე, სადაც წარმოდგენილია ქართველ ავტორთა ნაწარმოებები. კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვან ნაწილს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ტრადიცია წარმოადგენს, ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული კინემატოგრაფიის სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები. მოხარული ვარ, რომ სწორედ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტისას თბილისში გაიხსნა ბრატისლავას სახელობის სკვერი. დღეს ჩვენ არამხოლოდ მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარებისათვის. მინდა ყოველივე ამისათვის მადლობა გადაგიხადოთ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნო ის გულისხმიერება და მეგობრული დამოკიდებულება, რომლებიც მუდმივად გასდევს ფონად ჩვენს შეხვედრებს. ჩემი სტუმრობა სლოვაკეთში და ჩვენი შემდგომი საუბრები პარტნიორობის კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია. მიმდინარე წელს სლოვაკეთის რესპუბლიკა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ბატონო პრეზიდენტო, მინდა მოგილოცოთ ეს უაღრესად საპატიო მისია, თქვენ და თქვენს შესანიშნავ ქვეყანას კი, გისურვოთ წარმატება და კეთილდღეობა", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სლოვაკეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისათვის სლოვაკი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა და ქართველი ხალხის სიმამაცისა და მეგობრობის სადღეგრძელო შესვა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)