22:25 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 15:52:49, 788 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტი მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან ინტეგრაციის გზით, ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაციაა

საქართველოსა და სლოვაკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ გახსნეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ  ბიზნესფორუმი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში.

„სლოვაკეთთან ჩვენ გვაქვს ძალზე დინამიური სავაჭრო ურთიერთობები, ასევე გვაქვს კარგი შედეგები სახალხო დიპლომატიის თვალსაზრისით, თუმცა არსებობს გაცილებით მეტი პოტენციალი, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი სავაჭრო და საინვესტიციო  თანამშრომლობა“, -აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს საქართველოს შესაძლებლობები და მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი გააცნო. მისი თქმით, საქართველოს  ხელისუფლება ახორციელებს რეფორმების ამბიციურ გეგმას, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ევროკავშირში ინტეგრაციას.

"საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა შეუქცევადია. 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხეშეკრულების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) ხელმოწერით, ჩვენ გადავდგით უზარმაზარი ნაბიჯი ჩვენი ევროპული მიზნისკენ. ჩვენ მივაღწიეთ სტაბილურ პროგრესს ევროპული რეგულაციებისა და სტანდარტების დამკვიდრებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის  თქმით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალ, სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე.  მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის პრიორიტეტებს.

„საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში, გულისხმობს თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს და გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს, დაბალ ტარიფებს იმპორტზე და მსუბუქ არასატარიფო რეგულაციებს. ჩვენი ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტია მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან ინტეგრაციის გზით ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაცია“, - განმარტა პრემიერმა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც მოიცავს: საგადასახადო კანონმდებლობისა და ადმინისტრირების გაუმჯობესებას; ღია მმართველობისა და ინკლუზიურობის დონის ამაღლებას; საბაზო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაჩქარებას; პროფესიული და უმაღლესი განათლების რეფორმას.

„საქართველო განაგრძობს ფართომასშტაბიანი და ამომწურავი რეფორმების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს შემდგომ გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილების შექმნას, საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას და მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ტექნოლოგიური პარკის შესაძლებლობები გააცნო. მისი თქმით, სულ მალე დაიწყება ე.წ. სტარტაპების პროგრამა, რომელიც პროგრამაში ჩართულ პირებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ თავიანთი ბიზნესიდეები. პრემიერ–მინისტრმა  იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ  დასაქმების მაძიებელთა რიგებში ყოფნა და ისინი სამეწარმეო საქმიანობით დაკავდებიან.

საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ. მისი განცხადებით, საჭიროა არსებული პოტენციალის გამოყენება, რაც ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება.

საქართველო–სლოვაკეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics