|
2016-05-30 15:21:49, 916 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმს დაესწრო
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმს დაესწრო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ გახსნეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა. „თბილისში დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. ბიზნესფორუმი კარგი ფორმატია სლოვაკი ინვესტორებისთვის, გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს გააჩნია, მათ შორის, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით - ვგულისხმობ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას. აღნიშნული შეხვედრა, ასევე, ქართველ ბიზნესმენებს აძლევს საშუალებას, უკეთ გაეცნონ სლოვაკი პარტნიორების წინადადებებს და სლოვაკეთის საინვესტიციო შესაძლებლობებს. ჩვენს ქვეყნებს შორის, სხვადასხვა სექტორში, არსებობს თანამშრომლობის დიდი პერსპექტივა, რომლის შესახებაც დღეს ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ. ვფიქრობ, პარტნიორობა მომავალში წარმატებით განვითარდება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. ფორუმის პარტნიორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)