|
2016-05-30 13:20:35, 1087 ნახვა
სამართალი
გვარამია: მოსამართლის მოძღვარმა შემატყობინა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება წულუკიანის ხელმძღვანელობით დაიწერა
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამრთლოში მიმდინარე სხდომაზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მას აქვს მტკიცებულებები, რომლითაც მტკიცდება, რომ სასამართლო კოლეგიაზე ზეწოლა ხდებოდა. გვარამიას ინფორმაციით, სასამართლოს გამზადებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებას სთხოვდნენ. ეს გადაწყვეტილება კი იუსტიციის სამინისტროში მინისტრ თეა წულუკიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაიწერა. როგორც გვარამიამ განაცხადა, აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთმა მოსამართლემ რჩევა თავის მოძღვარს ჰკითხა. შუამავლების საშუალებით, სწორედ ამ მოძღვარმა მიაწოდა გვარამიას აღნიშნული ინფორმაცია. გვარამია სასამართლოს ამ ამბის მოკვლევას სთხოვს და მზადაა კონკრეტული გვარები დახურულ სხდომაზე დაასახელოს. „პირველი სხდომის შემდეგ, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია ხდებოდა შედგა კომუნიკაცია ჩემსა და ერთ-ერთ პირს შორის. მის ვინაობას აქ არ დავასახელებ. ამის შესახებ მოვუყვები გამოძიებას. ეს არის სასულიერო პირი, მასთან კომუნიკაცია შუამავლის მეშვეობით შედგა. შუამავალი იყო სამი, განსხვავებულ დროს. ცხადია დავუსახელებ სამივე შუამავალს გამოძიებას. უმჯობესი იქნება კონკრეტული გვარების შესახებ დახურულ სხდომაზე ვისაუბრო, ვინაიდან საქმე ეხება სასულიერო პირის მოწოდებულ ინფორმაციას. მან გამანდო ინფორმაცია პირველი სხდომის მოსამართლის შესახებ, რომლის თანახმადაც კოლეგიისთვის უკვე ცნობილი იყო გადაწყვეტილება. იგი დაიწერა იუსტიციის სამინისტროში, გერმანულ სამართალზე დაყრდნობით მინისტრ თეა წულუკიანის უშუალო ხელმძღვანელობით. კოლეგიის შემადგენლობა იყო ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ, ის იყო ზღვარზე გაეძლო თუ არა. მან (ერთ-ერთმა მოსამართლემ) ჰკითხა რჩევა თავის მოძღვარს, რაზეც მიიღო რჩევა რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩაედინა უსამართლობა. ქრისტიანული კანონიკით ეს არის საკმაოდ მძიმე ცოდვა. ეს ზეწოლა ვერ შედგა, რის საფუძველზეც შეიცვალა მოსამართლეთა კოლეგია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. „რუსთავი 2“-ის გენდირექტორმა მოსამართლეთა კოლეგიის მაშინდელი შემადგენლობაც დაასახელა. შემადგენლობა იყო ნაზღაძე, გოდერძიშვილი, მესხიშვილი. გვარამიამ ერთ-ერთ მოსამართლეს ნატალია ნაზღაძეს მიმართა, რომ იმ კოლეგიის შემადგენლობაში ისიც იყო, თუმცა აქვე დასძინა რომ ის არ ყოფილა ის მოსამართლე, ვინც მოძღვარს ზეწოლის შესახებ უამბო. „თქვენ ნამდვილად არ ყოფილხართ ის პირი ვისზეც ვსაუბრობ. თქვენი კოლეგა აბსოლუტური სიზუსტით გადმოსცემს დეტალებს. თქვენი კოლეგა არის ბოლომდე მართული, მათ შორის იმაზე, რაზეც არ იყო თანახმა. არ არსებობს საფუძველი, რომ თქვენი კოლეგიის მიერ გამოტანილი განაჩენი მინიმალურ სამართლიანობას მაინც აკმაყოფილებს. გადაეცით საქმე გამოძიებას, რომ პირველადი მოკვლევა მაინც ჩატარდეს. თუ გნებავთ თქვენ თვითონ გამოიძახეთ დაკითხვაზე ეს ადამიანნები, ვინც მე ეს ინფორმაცია მომიტანა. მაინტერესებს, რატომ იცვლებოდა ასე ირაციონალურად სასამართლო კოლეგიის შემადგენლობები“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)