11:11 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-29 17:49:13, 632 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადური ახალციხეში უძველესი ებრაული სინაგოგის იუბილეს დაესწრო

დღეს, ქალაქ ახალციხეში, საქართველოში უძველესი ებრაული სინაგოგის დაარსებიდან 275 და მისი განახლებიდან 153 წლის იუბილე აღინიშნა.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და სტუმრებს სიტყვით მიმართა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

"დღეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ებრაელთა თემის სალოცავი 275 წლის იუბილეს აღნიშნავს. მე მინდა, მივულოცო ებრაულ თემს, მივულოცო ახალციხეს - ამ ძალიან მნიშვნელოვან ქალაქს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს თანამედროვეობასა და მომავალში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველთა და ებრაელთა მეგობრობა, რომელმაც 26 საუკუნეს გაუძლო, კვლავაც გაგრძელდება და ახალ სიმაღლეზე ავა," - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და ისრაელიდან მოწვეული სტუმრები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯაფარიძე - ენმ-ს ალიანსიდან გასვლაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს
მდინარაძე - ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში
ტუაფსეს მაცხოვრებლებს სახლში დარჩენა ურჩიეს, რადგან ბენზოლისა და ქსილენის დონე დასაშვებ ზღვარს აჭარბებს
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics