|
2016-05-28 15:56:37, 762 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფმა“ ვაკის „ვენდიში“ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს უმასპინძლა
„ვისოლ ჯგუფმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული „ვენდიში“, მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის ინფო ტურით დაიწყო. ვაკეში მდებარე „ვენდის“ ამერიკულ რესტორანში ორგანიზაცია „გენი ქართულის“ ბენეფიციარ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს, შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ „ვენდის“ სამზარეულო, სადაც გაეცნენ, თუ როგორი მაღალი სტანდარტებით ხდება „ვენდის“ უგემრიელესი მენიუს მომზადება. ბავშვების გართობაზე „ვენდის“ გოგონები ზრუნავდნენ. სახეზე მოხატვით, ხელის გულებზე ფერადი საღებავებით ანაბეჭდების დადებით, ცარცით ეზოს მოხატვით და საკვირაო სკოლა „რებუსთან“ ერთად გასართობ-შემეცნებითი აქტივობებით, მათ „ვენდიში“ დაუვიწყარი დრო გაატარეს. ორგანიზაცია „გენი ქართული“ საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახების რიცხვის მატებასა და საზოგადოებრივი აზრის ამ კუთხით ფორმირებას ემსახურება. ორგანიზაციის პიარ-მენეჯერის, ნათია ანთიას თქმით, კვირეულის ფარგლებში „ვენდისთან“ ერთად სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. „ჩვენმა ორგანიზაციამ „გენი ქართული“, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, კვირეული დაიწყო. მთელი კვირის განმავლობაში, ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. ეს კვირეული დღეს „ვენდიში“ დავიწყეთ. „ვენდის“ 50 მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებთან ერთად ვესტუმრეთ. ბავშვები ენერგიის, პოზიტივისა და სიცოცხლის მატარებლები არიან. ჩვენ გვინდა უფრო მეტად გავუხალისოთ ეს კვირა, განსაკუთრებით კი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს. მათ კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ წახალისება. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით „ვენდის“ მათი მხარდაჭერისთვის და თბილი მიღებისთვის“, - განაცხადა ნათია ანთიამ. როგორც „ვენდის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, სოფო ჩოგოლაძემ აღნიშნა, ბავშვთა დაცვის დღის კვირეულის ფარგლებში, „ვენდი“ განსაკუთრებულ ღონისძიებებს გეგმავს. „1 ივნისის კვირეულის ფარგლებში, „ვენდი“ განსაკუთრებულ ღონისძიებებს გეგმავს. ჩვენი პირველი ღონისძიება დღეს ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც „გენი ქართულის“ ბენეფიციარ ბავშვებს ვუმასპინძლეთ. კვირეულის ფარგლებში, მათ უამრავ სახალისო აქტივობებს ვპირდებით. მაგალითად, ინფო-ტურები „ვენდიში“, „რებუსის“ განმანათლებელი და სახალისო აქტივობები და მრავალი სხვა“, - განაცხადა სოფო ჩოგოვაძემ. ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, „ვისოლ ჯგუფი“ შემდეგ ღონისძიებებს გეგმავს: 30 მაისს USAID/G-Pried საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი და „ვისოლ ჯგუფი“ ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც „ვისოლ ჯგუფის“ წარმომადგენლები მოხალისეებად ჩაერთვებიან დაწყებითი კლასების ბავშვებში ბიზნესის უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამაში;
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)