|
2016-05-27 14:11:52, 649 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, პროვოკაციებს არ აყვნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არჩევნების დაპირისპირებისა და ძალადობის რეჟიმში ჩატარება, მათი სტილი არაა. ამიტომ, გიორგი კვირიკაშვილი პირველ რიგში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შეახსენებს, რომ მათ ეკისრებათ თმენის ვალდებულება და მოუწოდებს მათ, პროვოკაციულ ქმედებებს არ აყვნენ: “აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ინციდენტებს, რომლებიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად იხილება, ეს არის ბოლო ჩატარებული არჩევნების დროს ინციდენტები, რომლებიც რამოდენიმე საარჩევნო უბანზე მოხდა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მიუღებელი და სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მოხდა. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად, ეს არ არის ჩვენი სტილი, ჩვენ არ ვაპირებთ არჩევნების ამ სტილში ჩატარებას. ჩვენი მიზანია, რომ ვუზრუნველყოთ ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო, რათა მოქალქეებმა შეძლონ თავისუფალ გარემოში კონფრონტაციის გარეშე და ასეთი ტიპის დაპირისპირების გარეშე საკუთარი ნების გამოხატვა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობისათვის უმნიშვნელოვანესი და მინდა, ყველა ჩვენს მხარდამჭერს პირველ რიგში ვუთხრა, რომ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩვენ გვეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა და თმენის ვალდებულება, ასევე სამოქალაქო პირებს, რომლებიც არ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ არიან სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები, ზუსტად ასეთივე დონის თმენის ვალდებულება ეკისრებათ და მათი პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმ სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებისა, რომლებმაც შეიძლება ხშირ შემთხვევაში, პროვოკაციულადაც იმოქმედონ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას დიდი ყურადღებით აკვირდება. „პრევენციისათვის უნდა მოხდეს სწორი რეაგირება“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)