|
2016-05-27 11:04:09, 692 ნახვა
საზოგადოება
ჰონგ-კონგში ქართული ღვინო წარადგინეს
ჰონგ-კონგში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „VinExpo 2016” გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენის გახსნის დღეს, ქართულ ღვინის მწარმოებელ კომპანიას - „მეღვინეობა ხარება“ ბორდოში ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინის საერთაშორისო კონკურსში - Les Citadelles Du Vin 2016 გამარჯვებისთვის გადაეცა შემდეგი ჯილდოები:"ქინძმარაული2014" (ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო) ოქროს მედალთან ერთად, შეჯიბრების სპეციალური პრიზით - ოქროს თასით(THE GOLD TROPHY) დაჯილდოვდა. ასევე ოქროს მედალი ღვინომ "მწვანე 2015" (მშრალი თეთრი ღვინო)მიიღო. მათივე ინფორმაციით, გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „შალვინო“, „GWS”, “თბილღვინო“, „ბესინი“, „შატო მუხრანი“, „წერეთლის მარანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „G Vino”, “KTW”, “მარნისკარი“, „კახური ღვინის მარანი“ და ”ხარება“. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ღვინის იმპორტიორებთან და კონსულტანტებთან, სადაც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. გამოფენა„VinExpo“ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანელ მოვლენად და მსოფლიო კლასის გამოფენაა, სადაც თავს იყრიან ათეულ ათასობით ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ბლოგერები, მწერლები, ჟურნალისტები და მოყვარულები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს მოიძიონ ახალი იმპორტიორები და გააფართოვონ სარეალიზაციო ბაზრები.
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)