12:05 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 09:27:40, 601 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ქართველმა ხალხმა კულტურული და ინდივიდუალური თავისუფლება პოლიტიკურ თავისუფლებად უნდა აქციოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სახელმწიფო მიღებას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს - დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა თავისუფალი ქვეყანა თავისუფალი ადამიანებისგან შექმნილ საზოგადოებას ნიშნავს.

"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წელს.  25 წლის წინ ჩვენმა თაობამ შეძლო დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.იმ დღიდან ჩვენ დავიწყეთ თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობა. თავისუფალი ქვეყანა ნიშნავს თავისუფალი ადამიანებისაგან შექმნილ თავისუფალ საზოგადოებას და იმ შესაბამის პოლიტიკურ ინსტიტუტებს, რომელიც ამ საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს.ჩვენი კულტურული და ინდივიდუალური თავისუფლება პოლიტიკურ თავისუფლებად უნდა ვაქციოთ, სწორედ ამ სულისკვეთებით ეს წელი "ევროპული სახელმწიფოს" წლად გამოვაცხადე, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოში, ჩვენ შევქმენით თავისუფალ ქვეყანას.ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამოცდა გველის წინ - თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც ჩვენ, როგორც საზოგადოება, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტები, წარმატებით ჩავატარებთ.ეს იქნება კიდევ ერთხელ მტკიცედ გადადგმული გამარჯვების ნაბიჯი ამ გზაზე.კიდევ ერთხელ გილოცავთ მომავალ გამარჯვებებს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.ღმერთი ფარავდეს საქართველოს!"- განაცხადა მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics