01:50 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 22:18:05, 1344 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი "რესპუბლიკური" პარტიიდან აშშ-ს პრეზიდენტობის გარანტირებული კანდიდატი იქნება

მილიარდერმა ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დასახელებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა მოაგროვა. მას უკვე იმაზე მეტი დელეგატის მხარდაჭერა აქვს, ვიდრე საჭიროა, რომ ტრამპი პრეზიდენტობის გარანტირებული კანდიდატი გახდეს.

საკმარისი დელეგატის მხარდაჭერიდან გამომდინარე, დონალდ ტრამპი "რესპუბლიკური" პარტიიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტობის გარანტირებული კანდიდატი იქნება.

"რესპუბლიკური" პარტიის ყრილობა, რომელზეც საბოლოო კანდიდატი უნდა წარადგინონ, კლივლენდში ივლისის მეორე ნახევარში ჩატარდება, ქვეყნის ახალ პრეზიდენტს კი ამერიკელები 8 ნოემბერს აირჩევენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics