2016-05-26 19:51:54, 618 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე დაბადებული ახალშობილი მოინახულა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე დაბადებული ახალშობილი მოინახულა.
თეა წულუკიანმა მის მშობლებს შვილის დაბადების მოწმობა და საჩუქრები გადასცა.
მინისტრის ინიციატივით, 26 მაისს დაბადებულ ახალშობილებს სპეციალური, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცათ.
დაბადების მოწმობის ყდაზე დატანილია სპეციალური შინაარსის ინფორმაცია: „საქართველოს მოქალაქე დაბადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღმნიშვნელ საიუბილეო დღეს".
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან