|
2016-05-26 19:43:55, 678 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვები დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრნენ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრებად დედაქალაქს შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ესტუმრნენ. რუსთაველის გამზირზე სეირნობისას მიხეილ ჯანელიძეს და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ბავშვებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა უწყების მიერ გამართულ ღონისძიებაზე უმასპინძლა. სამხედრო ტექნიკის გამოფენის ფარგლებში ბავშვებს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გაესაუბრა. ბავშვებმა მინისტრთან და ქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად მოინახულეს ყვავილების ფესტივალი, სადაც გოგონებს საჩუქრად მათთვის დამზადებული ყვავილების გვირგვინები გადაეცათ. ბავშვებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს საგარეო საქმეთა მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან. მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით სპეციალური საჩუქრები გადაეცათ. „დღეს ჩვენ ვზეიმობთ 25 წლისთავს დამოუკიდებლობის აღდგენიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან ბევრ ღონისძიებაში გვყავს ჩართული ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ეს ბავშვები არიან იმ სოფლებიდან, რომლებიც გაყო საოკუპაციო ხაზმა, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ ყველა საზოგადოებრივ ღონისძიებაში, მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ და შეიგრძნონ ის, რასაც ქვია საქართველოს დამოუკიდებლობა. მე ვუსურვებ მათ, რომ ეცხოვროთ ერთიან, თავისუფალ, სუვერენულ და დამოუკიდებელ საქართველოში და მათი მხარე იყოს ყველაზე ძლიერი და განვითარებული ერთიანი საქართველოს ფარგლებში" - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)