03:49 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 15:12:09, 577 ნახვა

რეგიონი
არჩილ ხაბაძემ იუნკერთა მემორიალს პატივი მიაგო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იუნკერების საფლავი ყვავილებით შეამკეს.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორიალთან შეკრებილმა საზოგადოებამ გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები, მათი ღვაწლი და თავდადება გაიხსენეს.

საზღვაო აკადემიის სასულე ორკესტრის მიერ შესრულებული ქართული საბრძოლო მუსიკის ფონზე მემორიალთან შეკრებილმა საზოგადოებამ ანბანის კოშკისკენ გადაინაცვლა. ანბანის კოშკთან ქალაქ ბათუმის მერიის ორგანიზებით 26 მაისის თემატიკაზე გადაღებული ფოტო-გამოფენა მოეწყო, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს ბათუმელებსა და მის სტუმრებს. მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ ასევე ნავმისადგომის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო ტექნიკას.

26 მაისის საიუბილეო წელთან დაკავშირებით მთელ საქართველოში მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიებები იმართება. დღესვე, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან გაიმართა სამხედრო ფიცის მიღების ცერემონია და ბავშვთა საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეთა მსვლელობა ბათუმის ქუჩებში. 26 მაისს, ბათუმი უმასპინძლებს ასევე ამ დღესთან დაკავშირებით სტუმრად ჩამოსულ ქალაქ სტამბოლის მერს ქადირ თოფბაშს. საღამოს 20:00 საათზე, ანბანის კოშკთან ჩატარდება საზეიმო კონცერტი, რომელზე დასწრებაც თავისუფალი იქნება ყველა მოქალაქისა და ქალაქში მყოფი ტურისტისათვის.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics