17:22 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 17:36:58, 580 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ეკონომიკურ კრიზისთან საქმე არ გვაქვს

"შედარებით დაბალი ტემპებით, მაგრამ ეკონომიკური ზრდა გრძელდება, ამიტომ ეკონომიკურ კრიზისთან საქმე არ გვაქვს",-ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინსიტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს პრეზიდენტ მარგველაშვილთან მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

"რას ვეძახით კრიზისს? ეკონომიკური ზრდა  გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ  შედარებით დაბალი ტემპებით, ამიტომ ეკონომიკურ კრიზისთან საქმე ნამდვილად არ გავქვს. რაც შეეხება  სავალუტო კრიზისს, იმედი მაქვს და ყველაფერი აჩვენებს, რომ ასევე ძალიან მალე იქნება ის დაძლეული. რაც შეეხება პრივატიზაციას, პრივატიზებული იყო ბევრი საწარმო ამ 2 წლის განმავლობაში, მათ შორის იყო ძალიან საინტერესო საინვესტიციო ვალდებულებებით პრივატიზებული საწარმოები და ეს პროცესი გაგრძელდება",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ამასთან,   ხადურის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კომერციული ბანკებისთვის დღეს დავალება არ მიუცია. მისივე განმარტებით, დავალებები არც  ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე გაცემულა.

"ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბანკებს დავალებას ვერ მისცემდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვდა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს.საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი შეხვდნენ სხვა ბიზნესმენებს, მაგრამ არავის არავისთვის დავალება არ მიუცია. ჩვენ გავუზიარეთ ერთამნეთს ჩვენი მოსაზრებები. ყოველშემთხვევაში, მე რომელ შეხვედრასაც ვესწრებოდი,  შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ რჩევები, წინადადებები ბიზნესისაგან და ვფიქრობ, ძალიან წარმატებული შეხვედრა იქნება",-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics