17:59 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 17:21:03, 487 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ლარის კურსის გამყარება შეიმჩნევა

"დღეს ლარის კურსის გამყარება შეიმჩნევა და მუდმივად გვექნება კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს  და ლარმა ახალ ნიშნულს მიაღწიოს",-ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
"ჩვენ მივაწვდით პრეზიდენტს ინფორმაციას  ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.ასევე იმ ღონისძიებებს, რომელსაც ერთის მხრივ საქართველოს ეროვნუკლი ბანკი ახორციელებს  და მეორეს მხრივ, საქართველოს მთავრობა.ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრო. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვმუშაობთ და არაერთხელ განვაცხადეთ, რომ  ბიუჯეტის ზეგავლენა ლარზე იყო ნოლთან ძალიან ახლოს თუ მთლად ნოლი არა.შესაბამისად, ჩვენ  ვაგრძელებთ ამ პოლიტიკას და მუდმივად გვექნება კომუნიკაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესი, რომელიც დღეს დაიწყო, და დღეს თქვენ იცით, რომ ლარის კურსის გამყარება შეიმჩნევა, გაგრძელდეს და ლარმა მიაღწიოს ახალ  ნიშნულს, რომელიც გაცილებით უფრო დაბალი იქნება, ვიდრე გუშინ, ან დღეს იყო კურსი",-განაცხადა ნოდარ ხადურმა
ცნობისთვის,  ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ფინანსთა მინსიტრი ნოდარ ხადური  გიორგი მარგველაშვილს ხვდებიან. შეხვედრას, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით იმართება, პრეზიდენტის მრჩეველი, ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics