02:24 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 17:14:14, 558 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჭირაქაძე: ლართან დაკავშირებული პანიკური სიტუაცია, რეალურ მდგომარეობას არ შეესაბამება

„ლარის კურსთან დაკავშირებით პანიკური სიტუაციაა, რომელიც რეალურ მდგომარეობას არ შეესაბამება“, –ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებს „თბილისი მერიოტში“ განუცხადა. 
მისივე შეფასებით, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით ხელისუფლებამ  ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ნაბიჯები უნდა გადადგას. 
„მიმაჩნია,რომ ხელისუფლებაში არის ძალიან ბევრი რეზერვი, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდეს და დასტაბილურდეს. ჩენ მოვუწოდეთ  ხელისუფლებას, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯები იქნას გადადგმული, მეტი კომუნიკაცია არსებობდეს ბიზნესთან, საზოგადოებასთან, განსაკუთრებით, კრიზისულ სიტუაციიდან გამოსვლიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ პრივატიზაცია ძალიან სწრაფად მოხდება. დღეს შეხვედრაზე აღმოჩნდენ ბიზნესასოციაციის წევრები, რომლებიც მსხვილი ობიექტების შეძენით  დაინტერესებულები არიან“, – აღნიშნა ჭირაქაძემ. 
ჭირაქაძის თქმით,  ბიზნესის საწინააღმდეგო რეგულაციები უნდა გაუქმდეს და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები  გაჩნდეს. 
„ინიციატივები, რომლებიც ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზეთ ეხება  გადასახადების შემცირებას, ან გადასახადებთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.  დღეს პარლამენტი ორიენტირებული უნდა იყოს, რომ ბიზნეს განვითარების ხელშემწყობი კანონმდებლობა იყოს შემუშავებული და არა საწინააღმდეგო, რასაც სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ. თუ ბიზნესზე ორიენტირებული ნაბიჯები გადაიდგმება, ეკონომიკაში ბევრი რამე მოგვარდება და ლარის კურსიც დასტაბილურდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარეს შედეგს მივიღეთ, ბევრი სამუშაო ადგილი დაიკარგება“, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ. 
ამასთნ, მან ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ატეხილი აჟიოტაჟი არაადეკვატურია. 
 „ჩემი აზრით დღეს პანიკური სიტუაციაა, რომელიც რეალურ მდგომარეობას არ შეესაბამება. ლარის კურსთან შექმნილ სიტუაციას მეზობელ ქვეყნების მდოგმარეობას თუ შევადარებთ,  ჩემი აზრით არაადეკვატურია.  ჩემი პირადი მოსაზრებაა, ვინც დღეს გადახურდავებას დაიწყებს, ბევრს იზარალებს. მიმაჩნია, რომ ლარის კურსი ქვემოთ წამოვა, მაგრამ ეს დროებითი იქნება, თუ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგავს“, – აღნიშნა ჭირაქაძემ. 
ცნობისთვის, ბიზნესასოციაციის წევრები ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics