00:30 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 16:50:57, 584 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მიხაილ კოსტარიკოსს შეხვდა, რომელიც თბილისში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დახურულ შეხვედრაზე ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს წვლილი, მალიში და ცენტრალურ აფრიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული დანაყოფების მონაწილობა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი განიხილეს.

გენერალმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზგასმით აღნიშნა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის მნიშვნელობა.

შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics