14:52 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 09:33:01, 816 ნახვა

სამართალი
კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების გამოკითხვა შსს-ში წუხელ დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა

კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ექვსივე სპორტსმენმა ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობაში გამომძიებლებს ჩვენება მისცა.

სპროტსმენებმა უწყება  გვიან ღამით დატოვე. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პარალელურად, შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტსმენების ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.

როგორც ჟურნალისტებს სპორტსმენების ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ განუცხადა, საქმე არ გადაკვალიფიცირებულა და გამოძიება კვლავ ცემის მუხლით მიმდინარეობს. მისივე თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

გამოკითხვაზე შესვლამდე ინციდენტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი კორცხელში საკუთარი სურვილით ჩავიდნენ და დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პროვოკაციას მოჰყვა. მათივე განცხადებით, ისინი შსს-ში საკუთარი ნებით მივიდნენ და მზად არიან, გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

ცნობისთვის, შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გუშინ მხარეებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას. მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, არ უნდა მოდიოდეს ეს. ჩემთვის გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი. არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაცული უნდა იყოს. მიმდინარეობს ინტესნიური გამოძიება, დაიკითხა მოწმეები, დანიშნულია ექსპერტიზა. მოვუწოდებ ინციდენტში მონაწილე მხარეებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზიო განცხადებებით და ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რათა ფაქტის სამართებრივი შეფასება დროულად მოხდეს. უახლოეს დღეებში თუ არა საათებში, მივამართავ სასამართლოს, გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად. რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics