2016-05-24 13:08:17, 583 ნახვა
საზოგადოება
ოჯახი 16 წლის გაუჩინარებულ ნათია გურასპაშვილს ეძებს
ოჯახი და ახლობლები 16 წლის ნათია გურასპაშვილს ეძებს. გოგონა 21 მაისს 11 საათზე სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, გოგონა ყრუ-მუნჯია.
ახლობლების განცხადებით, პოლიცია უმოქმედოა, სამართალდამცველებმა ოჯახს დახმარება გარკეული დროის გასვლის შემდეგ დაჰპირდნენ. ახლობლებისვე ინფორმციით, მოზარდი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც თანატოლების მხრიდან დაცინვის ობიექტი გახდა.
ოჯახი საზოგადოებას თხოვს, 16 წლის ნათია გურასპაშვილს ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია შემდეგ ნომერზე მიაწოდონ: 599 63 04 05
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან