|
2016-05-24 13:10:49, 546 ნახვა
სამხედრო
გენერალი კოსტარაკოსი: ევროკავშირის სამხედრო კომიტეტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს მიესალმება
ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მიხაილ კოსტარაკოსი საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს მიესალმება, - ამის შესახებ გენერალმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო-ს ვარშავის სამიტი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისადმი მხარდაჭერა დაუდასტურა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. პრემიერის თქმით, მთავრობა, ნატო-ს ვარშავის სამიტზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას და ნატოსთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაფართოებას ელოდება. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში - ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში ქართველი სამხედროების მონაწილეობა. გენერალმა კოსტარაკოსმა ქართული შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმი დადებითად შეაფასა. საუბრისას ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასაც დაეთმო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღშფოთება გამოთქვა 19 მაისს სოფელ ხურჩაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გამო და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის, საქმიანობის მნიშვნელობას. საუბარი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის როლსაც შეეხო. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელსაც თბილისი 24-25 მაისს მასპინძლობს.
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)