|
2016-05-24 11:09:51, 562 ნახვა
პოლიტიკა
ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება დასრულდა
ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული სამხედრო სწავლების "ღირსეული პარტნიორის" დასკვნითი საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობდნენ ერთობლივი, გაძლიერებული ოცეულის დონის დანაყოფი, ამერიკული M1A2 ტიპის ტანკი ABRAMS, ი ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 BRADLEY, T-72 ტიპის ტანკი და ქვეითთა საბროლო მანქანა "ბმპ 2". გარდა ამისა, სწავლებაში მონაწილეობდა ქართული CU-25 ტიპის თვითმფრინავი, UH-1H "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენი, ამერიკული 105 მმ. ჰაუბიცები და 81 მმ. ბრიტანული ნაღმტყორცნი. პირობით მოწინაამღდეგეზე პირველ იერიში სნაიპერებმა მიიტანეს. ქართველმა, ამერიკულმა და ბრიტანელმა სამხედროებმა პირობითი მოწინააღმდეგის დესანტის განადგურების შემდეგ, ობიექტზე შეტევის ოპერაცია განახორციელეს. მოწინააღმდეგის პოზიციები ქართულმა CU-25 - მა დაბომბა. საავიაციო იერიშის შემდეგ კი, მოწინააღმდეგეზე შეტევა არტილერიამ და ჯავშანსატანკო დანაყოფებმა განახორციელეს. ცნობისთვის, ქართულ-ამერიკულ-ბრიტანულ სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა - მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის 650 და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს 150 სამხედრო მოსამსახურე. პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, სწავლებაში ამერიკული ტანკები "აბრამსები" მონაწილეობდნენ. წვრთნაში ჩართული იყო ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლები", სამედიცინო- საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯვშანმანქანები, ჰამერის ტიპის „ჯიპები“, C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები და სხვა აღჭურვილობა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)