04:54 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 15:32:20, 626 ნახვა

საზოგადოება
გლდანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

გლდანის რაიონში,  ბოჭორიშვილის ქუჩაზე ახალ, # 35-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ხვალიდან დაიწყება. 

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, დაწესებულება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად გახსნა. 

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდა გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე. ასევე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.   

№35 საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ ბაღებიდან, რომლებიც 2015 წელს, განსაკუთრებით გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით აშენდა. ბაღი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო და აღიჭურვა. სასწავლო დაწესებულება სხვა ბაღებიდან გადმოყვანილი კვალიფიციური პერსონალით და საკადრო რეზერვის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის გზით შერჩეული კადრებით დაკომპლექტდა. ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი კი ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე შემოსული ელექტრონული განაცხადებიდან შეირჩა. ამ დროისთვის, 2-3 წლიანთა ჯგუფის გარდა, რამდენიმე ათეული თავისუფალი ადგილია დარჩენილი.  ბაღი  350 ბავშვზეა გათვლილი.  

„ ეს არის თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი. აქ ყველაფერი, სათამაშო ოთახი, სამზარეულო,  საძინებელი, მაღალი სტანდარტით არის მოწყობილი.  ეს  იმ 7 -დან ერთ-ერთი დაწესებულებაა, რომლის მშენებლობაც დედაქალაქის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ. წელს, ასევე, 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ეყრება საფუძველი. გარდა ამისა,  მზადდება კიდევ 13 პროექტი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ცნობისთვის, თბილისში, მიმდინარე წელს,  კიდევ 5 ახალი საბავშვო საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება.  მათ შორის, ზემო ფონიჭალაში, წინა წლებში დახურული #206 ბაღი, რომელიც ფუნქციონირებას  მომავალ კვირაში  დაიწყებს.   

2016 წელს დედაქალაქში  კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics