15:57 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 14:08:15, 491 ნახვა

სამხედრო
ქართულმა ქვედანაყოფმა ნატოს შეფასების II დონე წარმატებით დაასრულა

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული ნატოსთან სრულად თავსებადი გახდა და მომდევნო სამი წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, მას ნატოს სწრაფი რეაგირების დანიშნულებით გამოიყენებენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს შეფასების II დონის წარმატების გავლის შესაბამის დოკუმენტს დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, ეროვნული შეფასების ჯგუფის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვახტანგ ქარცივაძემ და ნატოს მონიტორთა ჯგუფის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დომინიკ სეზარიმ ხელი ოფიციალურად მოაწერეს.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ასეული ოფიციალურად იყო წარდგენილი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში. 2015 წლიდან ის, პრაქტიკულად, მონაწილეობდა ნატოს რეაგირების ძალების სხვადასხვა ღონისძიებებში, მაგალითად, ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სწავლებებში. დღეს სერტიფიცირების ფორმალური მხარე დასრულდა. ამ ასეულმა გაიარა ჩვენი შიდა შეფასების, აგრეთვე ნატოს შეფასების რამდენიმე დონე. ასეული არის საბრძოლო მზადყოფნაში იმისათვის, რომ მიიღოს მონაწილეობა ნატოს მიერ წარმოებულ ნებისმიერ ოპერაციაში ნატოს რეაგირების ძალების ფარგლებში, თუ ნატო ჩათვლის ამას საჭიროდ“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.
12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ნატოს შეფასების II დონის ფარგლებში დასკვნითი საჩვენებელი წვრთნა ვაზიანის პოლიგონზე გამართა. აღნიშნული სწავლებით ქვედანაყოფმა „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP)“ ნატოს შეფასების II დონე (NEL-2) დაასრულა. პროცესის კოორდინაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J7 დეპარტამენტი ახორციელებდა.

საჩვენებელი სწავლების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უშუალოდ აკვირდებოდნენ.
სწავლების შეფასების მონიტორინგს ნატოს სხვადასხვა შტაბის ოფიცრები მეთვალყურეობდნენ. „ალფა“ ასეულის სამხედროებმა შეტევის ოპერაცია განახორციელეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პირობით მოწინააღმდეგეზე იერიშის დროს ქვეითთა საბრძოლო მანქანები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიყენეს. პირობითად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია საქართველოში წარმოებული სამედიცინო ევაკუატორით „დიდგორით“ განხორციელდა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics