|
2016-05-23 13:02:15, 573 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს
ის რაც არჩევნებზე მოხდა, მიუღებელია. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავშალოთ ფურცელი და უნდა დასრულდეს ის ეტაპი, როდესაც არჩევნები მუშტიკრივით და ძალადობით ტარდებოდა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორცხელში მომხდარ ფაქტს. მისი აზრით, მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა აირჩიოს საქართველოს სამართავად. ეს არის დასაგმობი ინციდენტი. მომავალში უფრო მეტი მობილიზაცია იქნება სამართალდამცავების მხრიდან საჭირო, რათა აღარ განმეორდეს მსგავი რამ. გიორგი კვირიკაშვილმა ასვე აღნიშნა, რომ ინციდენტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. "ეს იქნება სახელმწიფოს ღირსების საკითხი რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში. სრული აბსურდია, რომ სპორტსმენები დავაფინანსეთ. არანაირი დაფინანსება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. რაოდენ გამომწვევიც არ უნდა იყოს ჩვენი ოპონენტების ქმედება, ხშირ შემთხვევაში ჩვენ სახელმწიფოს გვაკისრია პასუხისმგებლობა მშვიდობიანი, ძალადობის გარეშე არჩევნების ჩატარების. ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. არ უნდა ვუპასუხოთ არანაირ პროვოკაციას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი. ასეთი შემთხვევები აღარ უნდა განმეორდეს" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირპისრება მოხდა. განვითარებული მოვლენების დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელები იყენებდნენ ხელკეტებსაც. ინციდენტის დროს აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსაც, ან ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)