|
2016-05-23 11:54:26, 940 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ტექნოლოგიური ინსტიტუტი ეპოქალური მნიშვნელობის პროექტია ჩვენი ქვეყნისათვის
ჩვენ ვიწყებთ იშვიათი, ძვირად ღირებული, ძალიან პერსპექტიული პროექტის განხორციელებას, რაც დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ჩვენს ხალხს, ისე მთელ რეგიონს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიღომში, ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას საფუძველი ეყრება. “ტექნოლოგიური ინსტიტუტი ეპოქალური მნიშვნელობის პროექტია ჩვენი ქვეყნისათვის და მივესალმები ყველას, ვინც ახლა ჩვენთან ერთად არის და იზიარებს ამ სიხარულს. მივესალმები და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პატივცემულ სტუმრებს, სახელოვან მეცნიერებს, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორც იცით, ამ რამდენიმე ასეული მილიონი ევროს ღირებულების პროექტს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, მინდა მივესალმო და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ამ კიდევ ერთი საშვილიშვილო საქმის წამოწყებისთვის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. კვირიკაშვილსი თქმით, აღნიშნული ინსტიტუტი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი გახდება. “განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ამ პროექტის ყველაზე მთავარი კომპონენტის - ნაწილაკთა ამაჩქარებლის მშენებლობის მნიშვნელობა. ფართო წრეებში „კოლაიდერად“ ცნობილი ნაწილაკების ამაჩქარებლის კომპლექსის მეშვეობით ქართველ მეცნიერებს და მეცნიერთა ახალ თაობებს შეეძლებათ უმნიშვნელოვანესი კვლევების ჩატარება, მათ შორის მედიცინის, კერძოდ კი, ონკოლოგიის „ადრონული თერაპიის“ მიმართულებით. ამ მხრივ ჩვენი ტექნოლოგიური ინსტიტუტი იქნება მსოფლიოში მეხუთე იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა მთავრობამ ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში წამყვან ისეთ ცენტრებთან, როგორიც არის CERN (ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრი), CNAO (ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრი), INFN (იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი) და სხვა. სწორედ მათთან ერთად ხორციელდება ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება გამორჩეულად სასარგებლო და ნაყოფიერი. ნაწილაკების ამაჩქარებლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ ინსტიტუტს ექნება მსოფლიო დონის მასშტაბური კვლევითი ცენტრის დანიშნულება. იგი იმუშავებს ადრონული თერაპიის მიმართულებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში სიმსივნის მკურნალობის ეს უახლესი მეთოდი წარმატებით დაინერგება ჩვენს ქვეყანაში.”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ეს ინსტიტუტი უნდა გახდეს წამყვანი უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერების თავშეყრის ადგილი. “მინდა გითხრათ, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. აქ განხორციელდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, სამეცნიერო კვლევები ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით; აქ იქნება უნიკალური ექსპერიმენტული ბაზა თანამედროვე კვლევებისათვის.ჩვენს სტუდენტებს ექნებათ საშუალება, აქტიურად ჩაერთონ მსოფლიო სამეცნიერო კვლევებში. მინდა ხაზი გავუსვა, სტუდენტების სწავლას და პარტნიორ ორგანიზაციებში მათ მივლინებებს მთლიანად დააფინანსებს ფონდი „ქართუ“, რაც მართლაც უდიდესი და უპრეცედენტო მხარდაჭერაა”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ ინსტიტუტის სტუდენტები თვითონ მიიღებენ მონაწილეობას ექსპერიმენტული ბაზის მშენებლობასა და მის ექსპლუატაციაში გაშვებაში. „დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე დავამტკიცებთ, რომ შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა მეცნიერების და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების საქმეში. ჩვენ ვიწყებთ იშვიათი, ძვირად ღირებული, ძალიან პერსპექტიული პროექტის განხორციელებას, რაც დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ჩვენს ხალხს, ისე მთელ რეგიონს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობაში - "დიღმის ჭალები" აშენდება. საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელი საქართველოს მთავრობაა. პროექტს მთლიანად საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” აფინანსებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)