|
2015-02-25 13:59:40, 590 ნახვა
ეკონომიკა
ქადაგიძე: არსებული მონაცემებით, ლარი უახლოეს მომავალში დასტაბილურდება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, დღეს სახეზეა ლარის 30%-იანი გაუფასურება, რაც სავალუტო შემოდინებების შემცირებას უკავშირდება. თუმცა, მისივე შეფასებით, ლარი უახლოეს მომავალში დასტაბილურდება. „ლარის დევალვაცია სავალუტო შემოდინებების შემცირებას უკავშირდება. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ მივიღეთ ლარის 30%-იანი გაუფასურება. ეს ჯერ ბოლომდე იმპორტზე არ ასახულა. იმპორტზე ასახვა მოხდება და დაწყებული არის, რაც ნიშნავს იმას, რომ იმპორტი შემცირდება. იმპორტის შემცირება ნიშნავს ნაკლებ მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და შესაბამისად, ლარი არსებული მონაცემებით, უნდა დასტაბილურდეს უახლოეს მომავალში და დასტაბილურდება კიდეც უახლოეს მომავალში. მოკლდევადიან მერყეობაზე მოლოდინები ყოველთვის ახდენს გავლენას და ეს ყველაზე ნათლად ჩანს მაშინ, როცა ოფიციალური და კომერციული კურსი ერთმანეთისგან განსხვავდება და ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა იზრდება. ეს ყოველთვის რამდენიმე დღიანი შუალედია. როგორც კი გარკვეული ტიპის აჟიოტაჟი და მოლოდინები დასრულდება, ყველაფერი დაუბრუნდება სტაბილურ, ნორმალურ მარჟებს, რომელიც მანამდე იყო“, - განაცხად გიორგი ქადაგიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)