22:11 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 10:50:55, 1221 ნახვა

რეგიონი
ოჯახში დამზადებული ღვინის IX ფესტივალი დასრულდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ოჯახში დამზადებული ღვინის IX ფესტივალის საზეიმო დახურვას დაესწრნენ.

ფესტივალი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით რეგიონში ყოველწლიურად იმართება. ოჯახში დამზადებული ღვინის IX ფესტივალის საზეიმო ნაწილი ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, სამღვდელოებისა და მთავრობის წარმომადგენლები.

ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი საქართველოში ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციას ემსახურება, მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს კონკურსში 200-მდე ნიმუში იყო წარმოდგენილი მთელი საქართველოდან. მეღვინეებს შორის 4 არაქართველიც მონაწილეობდა. მათ შორის 2 მონაწილე ლაზეთიდან და 2 საინგილოდან. ნიმუშების დეგუსტაცია რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობდნენ საქართველოს სახვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მეღვინეები. წარმოდგენილ ნიმუშებს 10 საუკეთესო მეღვინე-დეგუსტატორი აფასებდა.

ფესტივალის საზეიმო დახურვის პირველ ნაწილში დაჯილდოვდა 22 ნომინაციაში გამარჯვებული მეღვინეები. დაჯილდოების შემდეგ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, მომღერლები ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნინო ქათამაძე, ასევე ოპერის ცნობილი ბათუმელი შემსრულებლები ირაკლი კახიძე, სულხან ჯაიანი და ბაჩუკი ნაკაშიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics