|
2016-05-23 10:00:46, 769 ნახვა
სამართალი
კორცხელში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებზე ქარტია სამართალდამცავებისგან რეაგირებას ითხოვს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 22 მაისს ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანზე მომუშავე ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ. ადგილობრივი ინტერნეტ გამოცემა livepress.ge-ს ცნობით, საარჩევნო უბანთან მყოფი მოქალაქეები ჟურნალისტებს, მათ შორის livepress-ის ჟურნალისტს „პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უშლიდნენ ხელს, მოსდევდნენ, ემუქრებოდნენ, გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ, კამერების წართმევას ცდილობდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ". ხელშეშლაზე საუბრობს კიდევ ერთი მედიასაშუალება – ipress.ge, კორესპონდენტის, ირმა მესხიას თქმით, გარკვეულმა ჯგუფმა „კონკრეტულ მასალაზე მუშაობის პროცესში წაართვა კუთვნილი ტელეფონი, საიდანაც წაუშალა ყველა აუდიო ჩანაწერი და ფოტო მასალა და ასევე დაემუქრნენ მას." ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის გამო და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და მათ მიმართ ძალადობის ყველა ფაქტი და ადეკვატურად დასაჯონ სამართალდამრღვევები, რომ სამომავლოდ არ წახალისდეს მსგავსი შემთხვევები. ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა ხელისუფლების მოვალეობაა. "წინასაარჩევნო პერიოდში სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, მნიშვნელოვანია, ყველას კარგად ესმოდეს, რომ კონკრეტული შემთხვევის დროს ჟურნალისტი ადგილზე იმყოფება არა პირადი ინტერესის გამო, არამედ მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის. შესაბამისად, დაუშვებელია მუშაობისას ჩარევა ან ხელშეშლა. ჟურნალისტის საქმიანობა დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლითაც, სადაც ნათქვამია, რომ ისჯება „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან"", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)