|
2015-02-25 13:58:10, 735 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: მივესალმები PSP-ს, რომ გამოხატა კეთილი ნება და მედიკამენტზე ფასები 20%-ით შეამცირა
„უახლოესი დღეების დინამიკას დავაკვირდებით, რამდენად შეძლებს იგივე PSP ფასების შენარჩუნების ტენდენციას, ან რამდენად გაიზიარებენ მის მაგალითს სხვა ფარმაცევტული კომპანიები“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, უწყება მედიკამენტების ფასებზე მონიტორინგს აწარმოებს და ეს ფასები ბოლო პერიოდის განმავლობაში სტაბილური არ არის. "გუშინდელი მდგომარეობით, 15 000 საბაზრო დასახელებიდან 500-მდე მედიკამენტზე ფასი მომატებულია 15-20%-ის ფარგლებში. რაც შეეხება დანარჩენ რამდენიმე ათას მედიკამენტს, ყოველთვის იყო და ალბათ ყოველთვის იქნება, ზოგი ძვირდება და ზოგი იაფდება. ჩვენ გვქონდა და გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომლის დამუშავება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. პირველი შედეგი ათ დღეში იქნება. თუმცა, გუშინ მე მივესალმე და კიდევ გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას ფარმაცევტული კომპანია PSP-ს მიმართ, რომელმაც გამოხატა კეთილი ნება და გუშინ პირველ ათ მედიკამენტზე ფასები 20%-ით შეამცირა. როგორც გვპირდება ეს გაგრძელდება და პირველ დარტყმას შეამსუბუქებს. უახლოესი დღეები დინამიკას დავაკვირდებით, რამდენად შეძლებს იგივე PSP ამ ტენდენციის შენარჩუნებას, ან რამდენად გაიზიარებენ მის მაგალითს სხვა ფარმაცევტული კომპანიები", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)