|
2015-02-25 13:52:59, 1578 ნახვა
ეკონომიკა
კახა ოქრიაშვილის ვარაუდით მაისში 1 დოლარი 2 ლარი იქნება
PSP-ს თანადამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის ვარაუდით, მიმდინარე წლის მაისში 1 დოლარი 2 ლარი იქნება. ამის შესახებ ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისა და ეკონომიკური გუნდის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განუცხადა. „ვფიქრობ,დაახლოებით მაისის თვეში სავალუტო კრიზისი აღარ იქნება და ჩემი პირადი პროგნოზით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ერთი ორთან იქნება“,-აღნიშნა ოქრიაშვილმა. ამასთან, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძის შეფასებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაიწევს, თუმცა ეს დროებითი იქნება. „ ლარის კურსი ქვემოთ წამოვა, შეიძლება ეს დოლართან მიმართებაში 1.9 ან 2.0, მაგრამ ეს სავარაუდოდ დროებითი იქნება. თუ ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ნაბიჯები არ გადაიდგმება, 6 თვის ან მაქსიმუმ 1 წლის თავზე, ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ჩვენ იგივე შედეგს მივიღებთ", – აღნიშნა ჭირაქაძემ და აქვე დასძინა, რომ დღეს ხელისუფლებას შესაძლებლობა აქვს, ლარი დაასტაბილუროს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)