2016-05-22 18:10:29, 659 ნახვა
საზოგადოება
ძველ თბილისში „ბეთლემის უბნის ფესტივალი“ გაიმართა
ძველ თბილისში ტრადიციული „ბეთლემის უბნის ფესტივალი“ გაიმართა.
კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი ICOMOS საქართველოა, წელს მეექვსედ ჩატარდა.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ფერწერული ტილოების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ახალგაზრდა მუსიკოსთა კონცერტი.
სტუმრებმა ოჯახური ღვინო და ბადაგის ნაწარმი დააგემოვნეს, ასევე დაათვალიერეს თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული უბნის, ზემო ბეთლემის ტაძრის ბაქანიდან გადაშლილი ქალაქის ულამაზესი ხედები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან