2016-05-21 20:57:18, 782 ნახვა
საზოგადოება
მტკვარში გადავარდნილ ავტომანქანაში სასულიერო პირის ცხედარი იპოვეს
რამდენიმე დღის წინ, მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა, რომელსაც მღვდელ-მონაზონი ბასილი მართავდა, მაშველებმა მდინარიდან უკვე ამოიყვანეს. ავტომანქანაში სასულიერო პირის ცხედარიც იყო.
მაშველებმა მდინარეში ჩაძირულ ავტომანქანას იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს.
ავტომანქანა, რომელსაც მღვდელ-მონაზონი ბასილი მართავდა, მტკვარში 17 მაისს გადავარდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან