|
2016-05-21 18:37:33, 926 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ”ქართული ოცნება” ამომრჩევლების წინაშე ახალი საარჩევნო პროგრამით წარსდგება
დღეს ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის წინასაარჩევნო პროგრამაზეც, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საარჩევნო პროგრამაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ”ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი სწორედ პროგრამაზე, იმ ძირითად გზავნილებზე, რომელიც პარტიამ ამომრჩევლებთან უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს ორიენტირებული უნდა იყოს სწორედ იმ პრობლემებზე, რომელიც ჯერ კიდევ აწუხებს საზოგადოებას. პროგრამაზე ძალიან ინტენსიურად მუშაობს პარტია და განახლებული პოლიტსაბჭო აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ მიმართულების მიხედვით, რაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს აწუხებს”, - განაცხადა კობახიძემ. ვიცე-სპიკერმა აღნიშნულ საკითხტან დაკავშირებით, რამდენიმე მიმართულება მათ შორის, ეკონომიკური საკითხები, სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიციები, ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება, განათლება, ჯანდაცვის სფერო დაასახელა. ”ყველა მიმართულება იქნება ასახული ჩვენს საარჩევნო პროგრამაში, რომელზეც მუშაობა ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა”, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)