|
2016-05-21 14:27:58, 798 ნახვა
კომენტარი
ალასანია: ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებს შესაწყალებელი არაფერი აქვთ
დღევანდელი აქცია არის სოლიდარობის, მხარდაჭერის აქცია უდანაშაულო ადამიანიების და მათი ოჯახების წევრების მიმართ, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, აქციების ჯაჭვი დასრულდება მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი დამარცხდება. „დაკავებულებს შესაწყალებელი არაფერი აქვთ, მათ ჩვენგან სჭირდებათ გამხნევება. მათ სჭირდებათ იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან იმას, რომ ეს ბიჭები იყვნენ უდანაშაულოდ ციხეში“, - განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, მთავარ პროკურატურასთან „თავისუფალი დემოკრატების“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე პარტიის ლიდერები და დაკავებულების მხარდამჭერები არიან შეკრებილები. აქციას ახალგაზრდები და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა შეუერთდა. აქციაზე ასობით ადამიანია შეკრებილი. ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია. ამასთან, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების მიზნით, გორგასლის ქუჩა გადაკეტილია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)