13:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 12:33:44, 817 ნახვა

სამართალი
N5 და N2 პენიტენციურ დაწესებულებებში დამოკიდებულების მქონე პირებისთვის ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამა ამოქმედდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, N5 დაწესებულებაში პროგრამა „ატლანტისის“ ამოქმდებასთან დაკაშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

როგორც "ექსპრესნიუსს" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, სპეციალური პროგრამა წამალდამოკიდებული მსჯავრდებულებისთვისაა გათვალისწინებული და მისი მიზანი დამოკიდებულების დაძლევაა. მსჯავრდებულებთან სპეციალურად გადამზადებული ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები იმუშავებენ.

N5 დაწესებულების პარალელურად, აღნიშნული პროგრამა ქუთაისის N2 დაწესებულებაშიც ამოქმედდა. პროგრამის ბენეფიციარი მსჯავრდებულები, ორივე დაწესებულებაში, სპეციალურ სივრცეში განთავსდნენ. ორივე დაწესებულებაში ,,ატლანტისის’ განყოფილებები სათანადო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი.

გარდა ამისა, ევროსაბჭოს დახმარებით, პროგრამაში ჩართული ფსიქოლოგებისთვის, თერაპიის ინსტრუქტორებისა და დამხმარეებისთვის მეთოდური სახელმძღვალოც შედგა.

 „ "ატლანტისი“ აპრობირებული პროგრამაა, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაშია დანერგილი და წარმატებით მუშაობს, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებშიც. საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პროგრამის დანერგვას ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივმა პროგრამამ შეუწყო ხელი, რომლის ფარგლებშიც სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა სპეციალური კურსი გაიარეს და  გადამზადდნენ. გარდა ამისა,  პროგრამაში ჩართული პირებისთვის დაწესებულებაში ცალკე განყოფილება გამოიყო, როგორც მათი განთავსებისთვის, ასევე, სხვადასხვა ჯგუფური თუ ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების მიზნით“,  - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

უწყების იფნრომაციით, N5 დაწესებულებაში „ატლანტისის“ პროგრამაში 11 ქალი მსჯავრდებული  ჩაერთო. მათი განცხადებით, ისინი სრულად  ათვითცნობიერებენ საკუთარ პრობლემას და მზად არიან სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების დახმარებით პრობლემა დაძლიონ, შემდეგ კი, დამოკიდებულების მქონე სხვა პირებს აღმოუჩინონ დახმარება.

მსჯავრდებულებთან შეხვედრისას ევროკავშირის წარმომადგენლმა „ატლანტისის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების  დაწესებულებებში  მსგავსი სარეაბილიტაციო პროგრამების არსებობა დადებითად იმოქმედებს როგორც მსჯავრდებულების მომავალზე, ასევე, საზოგადოების უსაფრთხოებაზე.

„მოხარული ვარ, რომ „ატლანტისის“ პროგრამა ამოქმედდა და მადლობას ვუხდი ყველა მხარეს, რომელიც ჩართული იყო პროცესში.  დაწმუნებული ვარ, ის პოზიტიურ შედეგებს მოიტანს პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ. „ატლანტისი“ მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ევროკავშირის  წარამომადგენელმა, პიტერ დანისმა.

პროგრამა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის  - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ხანგრძლივობა სამიდან ექვს თვემდეა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics