03:27 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 15:36:50, 521 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადურმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, პროფესორმა ნოდარ ხადურმა ის სტუდენტები დააჯილდოვა, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა".

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართა, სადაც ნოდარ ხადური სტუდენტებისთვის საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

„26 მაისს, ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში. დღე, როცა ქართველმა ხალხმა მიაღწია თავის სანუკვარ ოცნებას - დამოუკიდებლობას, ბევრი სისხლი დაიღვარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ იდეას და ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს დავუტოვოთ ისეთი ქვეყანა, რომელსაც თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად ექნება გამოყენებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ შესაძლებლობების ზრდისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

მან კონკურსში მონაწილე სტუდენტები პირადად დააჯილდოვა და სერტიფიკატები გადასცა. „ყველა ეს სტუდენტი ნამდვილად გამარჯვებულია, ვინაიდან მათ მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი ნაშრომი გაეზიარებინათ ჩვენთვის ,  - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით, საუკეთესო სტატიის შესარჩევად კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა.

საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მის შემადგენლობაში შედიოდნენ მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორები.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო სტატიები გამოიცემა კრებულის სახით. გამარჯვებული სტუდენტი კი სტაჟირებას გაივლის ფინანსთა სამინისტროში.

დღესვე, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სტუმრობისას, სტუდენტები გაეცნენ გაფორმების პროცედურებსა და სერვისებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics