15:05 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 20:37:54, 627 ნახვა

სპეციალური ანონსი
20 მაისის სპეციალური ანონსი

20 მაისს, 10:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბრეშუმის
გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია ''ინოვაციები ბიზნესში, განათლებასა
და მეცნიერებებში'' გაიმართება.

20 მაისს, 10:00 საათზე, მულტიმედია განათლების ცენტრში, გაიმართება კონფერენცია: „თბილისის ურბანული განვითარების გამოწვევები: დიალოგი ეფექტიანი პოლიტიკისათვის“. 
კონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი დეივიდ სტოუნჰილი და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ ხელმძღვანელი თამარ ქაროსანიძე გახსნიან.
მის: ალექსანდრე ჭავჭავაძის ქ. #10ა

20 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში შომბი შარპი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის დაწყების შესახებ განაცხადებენ. პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან მედიამონიტორინგის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციები: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ”ინტერნიუს - საქართველო” და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი. 

20 მაისს, 10:30 საათზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დააჯილდოებს იმ სტუდენტებს, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა". 
მის: თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი) თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ
მედიის წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტი.
გასვლა ფინანსთა სამინისტროდან 10:00 საათზე (გორგასლის ქ.#16) 

20 მაისს, 10:45 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა ეკონომიკური საბჭოს მდივანთან, ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან.

20 მაისს, 11:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ბრიფინგს გამართავს. 
თემა: გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს იწყება და მზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (მედიის წარმომადგენლებს ლეპტოპების მომზადების პროცესის გადაღების შესაძლებლობა ექნებათ).
მის: მინდელის ქ. N9, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
საკონტაქო პირი თეიკო ანჯაფარიძე - 577 500 935 

20 მაისს, 11:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში სერგო რატიანის პრესკონფერენცია გაიმართება.

20 მაისს, 11:00 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში „ჯანმრთელობის კვლევის კავშირი“ წარმოადგენს კვლევის ანგარიშს, რომელიც აფასებს ფსიქიატრიული სათემო მომსახურების ეფექტურობას ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისთვის. 
მის: ჭოველიძის ქ. #10
საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999

20 მაისს, 11:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები 30 კომპანიის წარმომადგენელთან წარდგებიან. 
საკონტაქტო პირი ირინა გაგოშიძე - 577 288 951

20 მაისს, 11:00 საათზე, ვაკის პარკის მედიათეკაში ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილი ქართველი სამხედროების მემორიალური დაფების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან.

20 მაისს, 11:30 საათზე, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ანი მიროტაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: „ეროვნული ფორუმი“ ე.წ. გერმანული მოდელის მხარდასაჭერად; საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი და მოსალოდნელი ვეტო; „კაბელების თემაზე“ მსჯავრდებულთა შეწყალება და „ეროვნული ფორუმის“ ინიციატივა; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565 

20 მაისს, 12.00 საათზე, ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში ირაკლი ალასანია პარტიის ახალ წევრს, ვახტანგ მაჭავარიანს წარადგენს.

20 მაისს, 13:00 საათზე, საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით სოფელ დიდგორში დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ადგილობრივების მონაწილეობით გაიმართება საზეიმო ღონისძიებები - კონცერტი, ჭიდაობის ტურნირი და ტრადიციული დოღი. 
მის: სოფელი დიდგორი
საკონტაქტო პირები: თენგიზ ფოფხაძე 591 015270; ნინო გულბათაშვილი 595 169163

20 მაისს, 13:00 საათზე, დუშეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს ფოსტა“ რიგით მე-16 სერვის-ცენტრს გახსნის.

20 მაისს, 14:00 საათზე, ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით ყვარლის ფულის მუზეუმში საგანმანათლებო ტურს და გამოფენას გახსნის.

20 მაისს, 14.00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან დაკავშირებით პრეზენტაციას წარმოადგენს.
მის: თავისუფლების N2

20 მაისს, 15:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

20 მაისს, 15:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

20 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-5 კორპუსში, იაპონელი პოეტის იასუჰირო იოცუმოტოს საჯარო ლექცია გაიმართება. 

20 მაისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დოკუმენტური ფილმის, „მარტოობის ზღვარზე“ ჩვენებას მართავს.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი
საკონტაქტო პირი ნაირა ბეპიევი - 599101164

20 მაისს, 18:00 საათზე, „კავკასიური სახლში” ორგანიზაციის დაარსებიდან 22 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამო გაიმართება, რომელსაც სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში არსებული ეთნიკური სათვისტომოების და რელიგიური უმცირესობების ლიდერები დაესწრებიან. 
მის: გალაკტიონ ტაბიძის ქ. #20 

20 მაისს, 20:30 საათზე, საგამოფენო ცენტრ ”მეტროში” Fight Nights-ს პრეზენტაცია გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics