15:56 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 19:07:36, 586 ნახვა

სამხედრო
ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე სტუდენტებისთვის სემინარი - „საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები“ გაიმართა

ევროპის დღეების ფარგლებში ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე სტუდენტებისთვის სემინარი - „საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები“ გაიმართა. საქართველოს ექვსი სხვადასხვა რეგიონიდან სახელმწიფო უნივერსიტეტების 60 სტუდენტს დღეს ლექციები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ქრისტიან ემაუსმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ წაუკითხეს.

ვიცე-პოლკოვნიკი ქრისტიან ემაუსი ახალგაზრდებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მიზნებისა და ამოცანების შესახებ ესაუბრა. პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის მოხსენება კი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობას, ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობასა და იმპლემენტაციას, ასევე საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას შეეხო.

სემინარი სტუდენტებისთვის სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით გაიმართა. გორის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, ზუგდიდის შოთა მესხის სახელობის, თელავის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტები აკადემიური მოსწრების, აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics