|
2016-05-19 19:00:21, 1334 ნახვა
საზოგადოება
ბრენდების იაფფასიანი მიმსგავსებები ანუ მომხმარებლები, რომელთა უფლებებს კანონი არ იცავს
ძვირადღირებული ბრენდის სასაქონლო ნიშნის მქონე, გაყალბებული პროდუქცია თავისუფლად იყიდება ქართულ ბაზარზე. ცნობილი და კარგი რეპუტაციის მქონე ბრენდების ფალსიფიკაციის საკითხი, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა. საზოგადოების დიდი ნაწილი, ხშირად არასწორად განმარტავს პატენტის მნიშვნელობას და პატენტს უწოდებს საქონელს, რომელიც არის ყალბი. სინამდვილეში პირიქითაა. პატენტი არის დამცავი დოკუმენტი გამოგონებაზე და ის ნიშნავს, რომ ესა თუ ის საქონელი რეგისტრირებული და დაცულია "საქპატენტში". კონტრაფაქციული კი არის საქონელი, რომელიც სასაქონლე ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე არის წარმოებული, ანუ ყალბი და ფალსიფიცირებულია. "ექსპრესნიუსი" დაინტერესდა, იცავს თუ არა ვინმე მომხმარებლების უფლებებს და არსებობს თუ არა, კანონი, რომელიც ფალსიფიცირებული საქონლის დისტრიბუციას აკონტროლებს. მომხმარებელთა უფლებების ფედერაციაში ამბობენ, რომ მოსახლეობის 80% რეგულარულად იძენს და მოიხმარს გაყალბებულ ნივთებს. მყიდველთა ეს ნაწილი ყიდვის პროცესში ხშირად დგება “ფეიქი”- ორიგინალის დუელის წინაშე. საერთაშორისო სავაჭრო პალატის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2015 წლისათვის ყალბი პროდუქციით ვაჭრობა აპოგეას მიაღწია, რაც მსოფლიო ეკონომიკას 1.7 ტრილიონი დოლარით აზარალებს. სიტუაციაში გასარკვევად "ექსპრესნიუსი" "საქპატენტის" გეოგრაფიული აღნიშნვების დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ირაკლი კასრაძეს დაუკავშირდა. როგორც კასრაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ნივთების გაყალბება და კომპანიის სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, არ ეხება სახელმწიფოს და ამაზე პასუხისმგებლობა თვითონ ოფიციალურ მწარმოებელს აკისრია. "ნებისმიერ პირს შეუძლია, ჩვენთან სასაქონლო ნიშანი დაარეგისტრიროს. ამის შემდეგ ოფიციალურ მწარმოებელს შეუძლია სხვა პირებს ამ სასაქონლო ნიშნის დამზადება, იმპორტი, რეკლამირება და გამოყენება აუკრძალოს. ჩვენთან დარეგისტრირებული კომპანია თვითონ არეგულირებს მისი სასაქონლე ნიშნის, ლოგოს და სახელის გამოყენებას, რომ გაყალბებული პროდუქციის შემოტანა და გაყიდვა არ განხორციელდეს. სასაქონლე ნიშანი ისეთივე კერძო საკუთრებაა, როგორიც უძრავი ქონება, ამიტომ ნიშნის მფლობელმა თავადვე უნდა მოუაროს თავისი სახელის გამოყენებას. ჩვენი კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ბრენდს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი პოზიციები და გაყალბების შემთხვევაში ის უბრალოდ მიმართავს სასამართლოს. სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის კულტურა საქართველოშიც დამკვიდრა და უცხოური კომპანიები საკუთარ ლოგოს ხშირად არეგისტრირებენ. დაახლოებით 60 ათასი ნიშანი გვაქვს უკვე დარეგისტრირებული, როგორც ადგილობრივი მწარმოებლების ასევე უცხოური კომპანიების. ასე მაგალითად 2015 წელს დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 10% გაიზარდა", - განაცხადა ირაკლი კასრაძემ. იმისათვის, რომ გაგვერკვია თუ რამდენად ირღვევა მომხმარებლის უფლებები "ექსპრესნიუსი" საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარეს, მადონა კოიძეს დაუკავშირდა. კოიძის თქმით, საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი არ არსებობს. "პრობლემატურია, როდესაც ე.წ ბრენდულ მაღაზიაში არანაირი ოფიციალური წარმომადგენლობა არ არსებობს. ეს მაღაზიები არიან განთავსებული პრესტიჟულ უბანში და მომხმარებელს თვალში ნაცარს აყრიან, რადგან იაფფასიან საქონელს საკმაოდ მაღალ ფასს ადებენ. ფედერაციაში არაერთხელ შემოსულა საჩივარი, რომ შეძენილი ნივთი არ შეესაბამება ფასს და ხარისხს, რომელსაც ის ბრენდი რეალურად სთავაზობს. მათი გამოყენების ვადა ბევრად ნაკლებია და ბევრად სწრაფად ფუჭდება. მომხმარებელს ახდევინებენ ფულს ძვირიან და უხარისხო ნივთში, რადგან სხვადასხვა ქვეყნიდან იაფფასიანი მიმსგავსება შემოაქვთ. სახელმწიფოს კონტროლი ამ სეგმენტში არ ხორციელდება. მომხმარებელი დილერის პატიოსნებაზეა დამოკიდებული, ვინაიდან რეგულაცია მის უფლებებს უბრალოდ არ იცავს. გუშინ "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონის მეორედ მოსმენა მოხდა. შემაშფოთებელია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კომიტეტს შესთავაზა, რომ კანონის განხილვა 4 თვით გადაიდოს. აღსანიშნავია, რომ კანონის შემუშავება ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა მისი მიღება ამ დრომდე არ მომხდარა. თუ მომხმარებელს გაუჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მოატყუეს, მან გადაიხადა საკმარისზე მეტი თანხა ნივთში, რომელიც მალევე გაუფუჭდა, მისი უფლებები უნდა იყოს დაცული. მას არჩევანი არ უნდა შეეზღუდოს და მას ნივთის დაბრუნების საშუალება უნდა ჰქონდეს. ბრაზილიაში 25-ე საერთაშორისო მსოფლიო კონგრესზე "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ", სადაც 117 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონი არ არსბეობს", - განაცხადა მადონა კოიძემ. გარდა არარსებული "მომხმარებელის უფლებების დაცვის შესახებ" კანონისა, რეკლამის ზეგავლენა აგრეთვე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ საკითხში. მედიასაშუალებები, ძვირად ღირებული სარეკლამო კამპანიები, პიარტექნოლოგიები მთელი დატვირთვით მუშაობენ, რათა ბრენდის არსი და მნიშვნელობა იმდენად ფასეული გახადოს საზოგადოებისათვის, რომ იგი ჩვეული ყოფის ნაწილად გადაიქცეს. მანამდე კი მსოფლიოს კვლავ რჩება დაზარალებული ეკონომიკა, ექსკლუზიურობადაკარგული ფუფუნება, რომელიც გამასხრებულის პოზიციაში აღმოჩნდა და საზოგადოება, რომლის სამომხმარებლო უფლებებს კანონი არ იცავს. ბელა არუთინოვი
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)