|
2016-05-19 16:37:05, 828 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმის მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროვებს
საქართველოს მთავარი პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმის მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროვებს. "საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდგომ, მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს გაასაჯაროვოს საქმის მტკიცებულებების ნაწილი, რათა პასუხი გაეცეს საქმეში მონაწილე ადვოკატების და საქმის პოლიტიზირებით დაინტერესებული პირების უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ განცხადებებს, რომელთა მიზანია საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა, ასევე საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულების პროცესის და პროკურატურის დისკრედიტაცია. კითხვაზე, ბრალდებულები იყვნენ თუ არა დანაშაულის სუბიექტები? ყველა დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას და ხელშეკრულების გაფორმებას, შედგენილი და ხელმოწერილია მსჯავრდებულების მიერ. სწორედ მსჯავრდებულების მოქმედებები, რომელთაც სრულყოფილად აღწერს საქმეში არსებული დოკუმენტები, გახდა სახელმწიფოსთვის წამგებიანი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი. კერძოდ, სწორედ აწ უკვე მსჯავრდებულების განზრახი დანაშაულებრივი ქმდებების გამო სამინისტრომ 6 720 877 ლარი გადაიხადა ქონებაში, რომლის ღირებულება არ აღემატება 2 618 005 ლარს. 2013 წლის 30 ივლისს, J-6 დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ კაიშაურმა წერილობით მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს - ზაზა ბროლაძეს და აცნობა, რომ დღის წესრიგში დადგა კოჯორი-ახალციხე-ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყვანა, აპარატურის შეძენა და მონტაჟი. აღნიშნული წერილი რეაგირებისთვის ბროლაძის რეზოლუციით გადაეცა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს - გიზო ღლონტს და მინისტრის მოადგილის - ზაზა ბროლაძის მიერ დაევალა, რომ ჩაეტარებინა წინამოსამზადებელი სამუშაოები. პირველ რიგში გამოერკვია შეძლებდა თუ არა სამინისტრო შიდა რესურსით სამუშაოების ჩატარებას და მხოლოდ უარყოფით შემთხვევაში დაეწყო ბაზარზე სათანადო მიმწოდებლის მოძიება, სახელმწიფო შესყიდვის ეფექტიანად და ეკონომიურად განხორციელების მიზნით. თავდაცვის სამინისტროდან ამოღებული მასალებით ირკვევა, რომ სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტს არ მოუძიებია ინფორმაცია იმის შესახებ, შეძლებდა თუ არა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის აგების სამუშაოების განხორციელებას სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ ,,დელტა", შესაბამისად ფაქტია, რომ დეპარტამენტის უფროსმა გიზო ღლონტმა სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა თავდაცვის მინისტრის მოადგილის - ზაზა ბროლაძის მითითება. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სსიპ ,,დელტას" რესურსები და 2013 წლის პროექტები დეტალურად არის შესწავლილი მოცემულ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში და საექსპერტო კვლევის შედეგად დადგენილია, რომ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ ,,დელტა", მის ბალანსზე არსებული მრავალრიცხოვანი, ფართო შესაძლებლობების ტექნიკის და ათასობით თანამშრომლის გამოყენებით შეძლებდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის ასაგებად საჭირო მიწის სამუშაოების ჩატარებას, რაც ფაქტობრივად მთლიანი ჩასატარებელი სამუშაოების 90% შეადგენს. შესაბამისად, სამინისტროს მიერ შესასყიდი დარჩებოდა მხოლოდ კაბელის კანალიზაციაში განთავსების მომსახურება და ცხადია ამ გზით დაიზოგებოდა სახელმწიფოს კუთვნილი მილიონობით ლარი (იხ. 2015 წლის 26 მარტის ექსპერტიზის დასკვნა დანართი №1 და 2015 წლის 8 დეკემბრის დასკვნა დანართი №2). რა დანიშნულებით გამოიყო თანხა მთავრობის განკარგულებით და რაზე გაიხარჯა სინამდვილეში? 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა წერილობით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა თავდაცვის სამინისტროსთვის ოპტიკის ხაზის (იგივე საკაბელო მაგისტრალი - უძრავი ქონება) შეძენის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა. წერილობითი მიმართვის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს მიერ მოხდა საკითხის მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენა. სხდომას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მისი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი. სხდომის შედეგად მიღებული იქნა განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროსთვის ოპტიკური ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესაძენად 5 000 000 ლარის გამოყოფის თაობაზე. (იხ. 2013 წლის 26 დეკემბერის №2176 განკარგულება, დანართი №6) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №:57 დადგენილების თანახმად, ,,კავშირგაბმულობის ხაზი (ოპტიკის ხაზი) არის ხაზობრივი ნაგებობის სახეობა, ხოლო ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობა არის უძრავი ქონება. შესაბამისად, მთავრობამ თანხა გამოყო უძრავი ქონების შესაძენად, სამინისტრომ კი, შეისყიდა უძრავ ქონებაში (მაგისტრალი) განთავსებული მოძრავი ქონების (72 წვერიანი კაბელი) მცირე ნაწილი (24 წვერი). (იხ. 2013 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულება დანართი №7). ამავდროულად მართალია, თანხის გამოყოფა მოხდა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, თუმცა ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელი იყო თავდაცვის სამინისტრო, სრული პასუხისმგებლობა აღნიშნული შესყიდვის კანონიერებაზე და შესყიდვისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვაზე ეკისრება სამინისტროს. რა იყო დანაშაულის მიზანი და მოტივი? ზოგადად, დანაშაულის მიზანი არის ის, რისი მიღწევაც სურს დამნაშავეს, ხოლო მოტივი არის ის, რის გამოც სურს დამნაშავეს ამ მიზნის მიღწევა. რაც შეეხება ადვოკატების განცხადებას, რომ სახეზე არ არის დანაშაული, რადგან ამ პირებს მატერიალური სარგებელი არ მიუღიათ, განვმარტავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის შედეგად მიიღებდნენ რაიმე სახის მატერიალურ სარგებელს, მათი ქმედება შეფასდებოდა არა როგორც გაფლანგვა, არამედ როგორც უფრო მძიმე დანაშაული - ქრთამის აღება (სსკ-ის 338-ე მუხლი). დამნაშავე პირები იყვნენ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საჯარო მოხელეები, რომლებიც მათზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებისთვის ხელფასს იღებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისად, მათ კეთილსინდისიერად უნდა შეესრულებინათ ვალდებულება და განეხორციელებინათ შესყიდვა. მათ მიერ განზრახ, კანონის უხეში დარღვევით ჩატარებულ შესყიდვას შედეგად მოჰყვა 4 102 872 ლარის გაფლანგვა. რომელი ნორმატიული აქტი განსაზღვრავს სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვის ჩატარების წესს? სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ დაკითხა 70-მდე მოწმე, გამოიკვლია 23 ტომი დოკუმენტალური მტკიცებულებები, 5 ექსპერტიზის დასკვნა და ერთი სახელმწიფო აუდიტის დასკვნა. (იხ. 2015 წლის 25 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა დანართი №9 და სახელმწიფო აუდიტის დასკვნა №10) გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობამ უპირობოდ შექმნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. სასამართლო პროცესზე გამოკვლეულია კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა (ფინანსური, კომპიუტერული, სასაქონლო ექსპერტიზები), რომლითაც დასტურდება ბრალდებულების დანაშაული. კერძოდ, სასაქონლო ექსპერტიზის დასაბუთებული დასკვნით: ,,6 720 877 ლარის გადახდის სანაცვლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ მისაღები ქონების ღირებულება არის 2 618 005 ლარი". ფინანსური ექსპერტიზის დასკვნით, თავდაცვის სამინისტროს საკუთარი რესურსით შეძლებდა საკაბელო მაგისტრალის წვერების მომსახურებას, რაც 21 წლის განმავლობაში დაუჯდებოდა 82 009 ლარი. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, თავდაცვის სამინისტრო შეძენილი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საჭირო მიზნების განხორციელებას. დასკვნის ამ ნაწილის დასაბუთება არის საიდუმლოების შემცველი, რის გამოც დეტალურად ვერ განვიხილავთ აღნიშნულ საკითხებს. ჩატარებული აუდიტის დასკვნის მიხედვით, ,,სამინისტროს საკუთარი რესურსებით გაცილებით უფრო მოკლე ვადაში და მნიშვნელოვნად იაფად შეეძლო იმ სამუშაოების დიდი ნაწილის ჩატარება, რაც საჭირო იყო საკუთარი მაგისტრალის ასაგებად". დაცვის მხარემ სასამართლოში წარმოადგინა არაკვალიფიციური პირების მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც იყო სრულიად დაუსაბუთებელი - ეწინააღმდეგებოდა თავდაცვის სამინისტროდან ამოღებული დოკუმენტების შინაარსს, არსებითი ხასიათის შეცდომები იყო დაშვებული თანხების გაანგარიშების პროცესში. კერძოდ, არასწორად იყო დაანგარიშებული აპარატურის საბაზრო ღირებულება და რაც მთავარია ექსპერტს ზედმეტად ჰქონდა ჩათვლილი შენობა-ნაგებობის (უძრავი ქონება) ღირებულება, მაშინ როდესაც სამინისტროს ასეთი სახის ქონება არ მიუღია, ასევე სრული მაგისტრალის მომსახურების ღირებულება, მაშინ როდესაც სამინისტრომ ხელშეკრულებით მიიღო არა მაგისტრალის, არამედ მაგისტრალში არსებული წვერების მომსახურება. ასევე ექსპერტმა ზედმეტად დაიანგარიშა მომსახურე პერსონალის ხელფასი, მაშინ როდესაც ასეთი სახის პერსონალის არსებობა საერთოდ არ იყო საჭირო. აღნიშნული დარღვევები სასამართლო პროცესზე ექსპერტებმა აღიარეს კიდეც. გარდა ამისა, დასკვნის დასასაბუთებლად გამოყენებული იყო ლიტერატურა, რომელიც არ შეესაბამებოდა ექსპერტის მტკიცებას. შესაბამისად, მოსამართლეს კანონის შესაბამისად არ ჰქონდა უფლება გაეზიარებინა ასეთი სახის დოკუმენტი. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილი, დიდი ოდენობით - 10 000 ლარს ზევით თანხის გაფლანგვა სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. მოსამართლემ ბრალდებულებს განუსაზღვრა სასჯელის მინიმალური ზომა, სხვა სახის სასჯელის გამოყენების შესაძლებლობა მოსამართლეს კანონით არ ჰქონდა. დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, პირის დამნაშავედ ცნობა და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ, კანონით დადგენილი წესით. ამდენად, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს პატივი სცეს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მხარეთა უფლებას, გაასაჩივრონ იგი კანონით დადგენილი წესით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში",-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)