|
2016-05-19 12:14:15, 560 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ რუსულ მედიაში აქტიურად წერენ
აჭარის ტურისტული პროდუქტების რეკლამირება რუსეთში აქტიურ ფაზაშია. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთის ფედერაციაში წელს პირველად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირების მიზნით აქტიური პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები დაიწყო, რასაც რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათივე ცნობით, დეპარტამენტის მიერ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც რუსეთში ცნობილი ონლაინ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ აჭარის ტურისტული პოტენციალზე, ღირსშესანიშნაობებზე, რეგიონში დასვენების უპირატესობებსა და ფასებზე ისაუბრეს. შედეგად რუსულ მედიაში 50-მდე სტატია გამოქვეყნდა, სადაც აჭარაში რუსი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე, რეგიონის მთავარ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებაზე გამახვილდა ყურადღება. სტატიები:1. http://travel.vesti.ru/ 2. http://www.tourister.ru/ პიარ კამპანიების ფარგლებში დეპარტამენტმა მოსკოვში ჟურნალისტებისთვის პრეს ლანჩს, ხოლო ტურისტული სააგენტოებისთვის კულინარიულ მასტერკლასს უმასპინძლა. მასტერკლასზე ტურისტული სააგენტოები ქართულ სამზარეულოს გაეცნენ და თავადვე მოამზადეს ტრადიციული ქართული კერძები. მასტერკლასის მიზანი ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია იყო, რამაც ტურისტული სააგენტოების მოწონება დაიმსახურა. მათ აქტიურად დაიწყეს აჭარის მიმართულებით გასტრონომიული ტურპაკეტების შემუშავება. რუსეთში მიმდინარე პიარ კამპანიების ფარგლებში ასევე დაწყებულია აქტიური ონლაინ რეკლამა ცნობილ ონლაინ გამოცემებში Travel.ru, Tourister.ru და Tonkosti.ru, რაც სარეკლამო სტატიების, ბანერებისა და ონლაინ კონკურსების განთავსებას გულისხმობს. სტატია: http://www.tourister.ru/ მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთში პოპულარული ტელეარხების Моя планета-სა და Пятница გადამღებ ჯგუფებსაც უმასპინძლა, რომლებმაც აჭარული სამზარეულოსა და რეგიონის გასტრონომიული ტურების შესახებ გადაცემები მოამზადეს. გადაცემა „Планета вкусов“ მრავალფეროვანი აჭარული სამზარეულოს შესახებ ტელეარხ „Моя планета“ ეთერში მაისში გავიდა, რახ შეეხება გადაცემა „Еда, я люблю тебя“ ტელეარხ Пятница-ზე აჭარულ გასტრონომიას ეთერს ივლისში დაუთმობს. ივნისის ბოლოს ტელეარხი Пятница-ს გადამღები ჯგუფი ბათუმს კიდევ ერთხელ ესტუმრება. ამჯერად, არხის ობიექტივში მოხვდება აჭარა, როგორც ქორწინებისთვის ყველაზე რომანტიული და ლამაზი ადგილი. რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღნიშნული არხების გადამღები ჯგუფების გარდა, რუსეთში პოპულარული მედია გამოცემების ჟურნალისტები პრესტურების ფარგლებში გაეცნობიან. ისინი რეგიონს ზაფხულში ეწვევიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პიარ და მარკეტინგულ ღონისძიებს რუსი ტურისტების აჭარაში მოზიდვის მიზნით აგვისტომდე გააგრძელებს. ქვეყნების მხრივ რეგიონში შემოსული ტურისტების მიხედვით რუსეთი თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ მესამე ადგილზეა. ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარას 430 817 რუსი ტურისტი სტუმრობდა. სტატიები:1. http://100dorog.ru/2. http://domagazine.ru/ 3. www.tourbus.ru
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)