17:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 10:48:58, 754 ნახვა

სამართალი
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ENFSI-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტმა ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გამართულ ევროპის საექსპერტო დაწესებულებათა კავშირის (ENFSI) ყოველწლიურ კონფერენციაში, როგორც ახალმა სრულუფლებიანმა წევრმა, პირველად მიიღო მონაწილეობა.

შსს-ს ინფორმაციით, კონფერენციას  ENFSI-ის თავმჯდომარე ჟან დე კინდერი უძღვებოდა, რომელმაც  საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი კავშირის სხვა სრულუფლებიან წევრებს წარუდგინა. ღონისძიებაზე დეპარტამენტის დირექტორ ნუგზარ სუჯაშვილს ENFSI-ის დროშა და სრულუფლებიანი წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

კონფერენციის ფარგლებში, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა ENFSI-ის მმართველი საბჭოს ახალი წევრების არჩევის,  სამომავლო ღონისძიებებისა და ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების კენჭისყრის პროცესებში მიიღო მონაწილეობა.

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი აღნიშნული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი 2016 წლის 5 იანვარს გახდა. ENFSI ევროპაში ყველაზე ავტორიტეტულ საექსპერტო გაერთიანებაა. ორგანიზაციის წევრობა წარმოადგენს გარანტს, რომ საექსპერტო დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

ENFSI-ის ეგიდით, რეგულარულად ტარდება ერთობლივი სწავლებები, სემინარები და კონფერენციები. კავშირში გაწევრიანების შემდეგ, ქართველი ექსპერტები, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საექსპერტო მეთოდის დახვეწა-განახლებაში, მათთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება უახლესი ინფორმაცია მონაცემთა ბაზებზე, საექსპერტო-სამეცნიერო პროგრესისა და ტენდენციების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics