2016-05-18 21:34:28, 525 ნახვა
სპეციალური ანონსი
19 მაისის სპეციალური ანონსი
19 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე, ბოტანიკურ ბაღში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი II სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას „ბიომრავალფეროვნება და საქართველო” გახსნის.
საკონტაქტო პირი გია გაბრიჭიძე - 555 59 16 68
19 მაისს, 10:30 საათზე, "პირველის პრესკლუბში" "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ე.წ კაბელების საქმე, ეროვნული ფორუმის ინიციატივა, კანონპროექტი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" და სხვა მიმდინარე საკითხები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
19 მაისს, 11:00 საათზე, "პირველის პრესკლუბში" "სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: არჩევნების გერმანული მოდელი.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
19 მაისს, 11:00 საათზე, ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ასეულის დონის პირველი საველე სწავლება გაიმართება, რომელსაც თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრება.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველი მედიის წარმომადგენლები ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე 10:30 საათზე უნდა მივიდნენ.
ღონისძიების გაშუქების მსურველი მედიის წარმომადგენლებისთვის თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, თავდაცვის სამინისტროსთან (სანაპიროს მხრიდან) 10:00 საათზე.
19 მაისს, 11:00 საათზე, ”ქორთიარდ მერიოტში” თხილის დარგის განვითარების მესამე ფორუმი გაიმართება, რომელიც ჩატარდება ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამ”-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით.
19 მაისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია ამერიკისმცოდნეობის XVII ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს.
მის:ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია
19 მაისს, 11:00 საათზე, სასუტმრო „ჰოლიდეი ინნში“ სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.
19 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო ”თბილისი რუმსში” ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პერიოდული პუბლიკაციის „საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა“ პრეზენტაცია გაიმართება.
თემა: ლარის გაუფასურება და პოლიტიკის რეაგირება.
19 მაისს, 12:30 საათზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის სახლის ახალი სერვისის - Just taxi-ს პრეზენტაციას გამართავს. მის: სანაპიროს ქ.#2 - თბილისის იუსტიციის სახლი.
19 მაისს, 13:00 საათზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრებს შეხვდება.
თემა: არასამთავრობოების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები.
მის: ნ.ვაჩნაძის ქ. #7 (კოლმეურნეობის მოედანი)
საკონტაქტო პირი გვანცა კიკალიშვილი - 599 799 646
19 მაისსს, 15:00 საათზე, ”თავისუფალ უნივერსიტეტში” იაპონელი პოეტის იასუჰირო იოცუმოტოს საჯარო ლექცია გაიმართება.
19 მაისს, 16:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ პრეზენტაცია გაიმართება.
19 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მარნეულიდან პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ მონაწილე ნიჭიერ ხელოვანებს უმასპინძლებს.
19 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მწერალ დიბისი პიერთა, შეხვედრა გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან