00:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 19:24:58, 620 ნახვა

საზოგადოება
ეკა ჭითანავა: ძირითად შემთხვევაში საზოგადოებამ არ იცის, რაში იხარჯება საპატრიაქოზე გაცემული თანხები

სამების ტაძრის შემთხვევაში, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი უნდა იყოს დათვლილი და მთავრობამ სწორედ ამის შემდეგ უნდა გასცეს თანხები, - ასე შეაფასა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორმა, ეკა ჭითანავამ სამების ტაძარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის მთავრობის მიერ დაფინანსება "ექსპრესნიუსთან" საუბარში.

როგორც ჭითანავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, საპატრიაქროს დაფინანსების სისტემა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და დაფინანსების პრობლემა მის გაუმჭირვალობაშია.

ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2015 წლის მონაცემებით, საპატრიარქოს ბიუჯეტმა 29 მილიონი ლარი შეადგინა. საპატრიარქოს დაფინანსების სისტემა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული.

ის მოიცავს, როგორც ცენტრალურ საბიუჯეტო ტრანსფერს, ასევე მუნიციპალიტეტებიდან, მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან გადარიცხვებს. ამ დაფინანსების პრობლემა არის გაუმჭვირვალობა.

მუნიციპალიტეტებს და მთავრობას გამოვთხოვეთ საჯარო ინფორმაცია, რის საფუძველზეც კვლევა ჩატარდა. ამაზე დაყრდნობით, ერთ-ერთი პრობლემა არის თანხის მიზნობრიობის განსაზღვრა. ძირითად შემთხვევაში საზოგადოებამ არ იცის თუ რაში იხარჯება საპატრიაქოზე გაცემული თანხები. თუმცა ცნობილია, რომ თანხების 60%-ი სწორედ მშენებლობაზე, რეკონსტრუქციასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიდის", - აღნიშნა ეკა ჭითანავამ.

მისივე თქმით, ხშირად საპატრიაქოს დაფინანსება მართლდება იმით, რომ ეს არის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

"იმისთვის, რომ ზარალი ანაზღაურდეს, ზიანი და დაფინანსების კრიტერიუმები უნდა იყოს შეფასებული და განსაზღვრული. ეს რა თქმა უნდა არასდროს არ მომხდარა.

რაც შეეხება თბილისს, 10 გამგეობა საპატრიაქოს წლიურად 1 მილიონ 500 ათას ლარზე მეტ თანხას ურიცხავს. ეს თანხა მშენებლობებსა და რეკონსტრუქციებს ხმარდება. ამ დაფინანსების სისტემაში ერთი პრობლემა არის ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგამიჯნვის პრინციპი", - განაცხადა ჭითანავამ ჩვენთან საუბარში.

როგორც ჭითანავამ "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, დაფინანსების დინამიკა ძირითადად არჩევნებსა და სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება.

"მაგალითად, 2008 წელს ომის შემდეგ საპატრიარქოს დაახლოებით 5 მილიონი ლარი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გადაეცა. ბოლო წლებში, მთავრობის სარეზერვო ფონდი გადასცემს დიდი რაოდენობით უძრავ ქონებას. ეს უძრავი ქონება არის მიწის ნაკვეთები, შენობანაგებობები, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის შეფასებული. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, საპატრიარქოს დამოუკიდებლად აქვს ძალიან დიდი ფინანსური რესურსი", - განაცხადა ჭითანავამ.

მისივე განმარტებით, გადარიცხული თანხები არ არის საჯარო და მათი მიზნობრიობა არ არის დაკონკრეტებული.

"საბუთებში გამგეობები პირდაპირ უთითებენ, გარკვეულ ფიქსირებულ თანხას. არ ვიცით საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება თანხის გადარიცხვა თუ ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა. სასულიერო პირებმა და ეკლესიებმა იციან, რომ წლიური ბიუჯეტიდან გარკვეული პროცენტი უნდა მიიღონ და წერილებით მიმართავენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს რეალური საჭიროებებიდან არ გამომდინარეობს ან შეიძლება გამომდინარეობს მაგრამ არ გვაქვს ინფომრაცია", - განაცხადა ჭითანავამ.

შეგახსენებთ, რომ სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაციისთვის, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 3 737 400 ლარი გამოეყო.

შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics