18:57 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 17:50:04, 1282 ნახვა

ეკონომიკა
მომხმარებელს საშუალება ექნება, m2-ის დასრულებული და მშენებარე ბინები "თიბისი ბანკის" იპოთეკური სესხით შეიძინოს

დღეიდან "თიბისი ბანკის"  იპოთეკურ ცენტრში  მომხმარებლები  დეველოპერული  კომპანია m2-ის ბინების შეძენას შეძლებენ.

ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი "თიბისი ბანკის"  იპოთეკურ ცენტრში გაფორმდა და მას ხელი  "თიბისი ბანკის"  გენერალური დირექტორის  მოადგილემ, ნინო მასურაშვილმა და m2 უძრავი ქონების გენერალურმა  დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, m2-ის  დასრულებული და მშენებარე  ბინები "თიბისი ბანკის" იპოთეკური სესხით შეიძინონ.

 დღეისათვის დეველოპერული კომანია m2 მომხმარებლებს  სთავაზობს  ბინებს  დასრულებული რემონტით 2 დასრულებულ  ენერგოეფექტურპროექტში: ყაზბეგის გამზირსა და  ნუცუბიძის ქუჩაზე. ასევე, 3 მშენებარე პროექტში: m2 თამარაშვილზე, ოპტიმა ისანსუ,  m2 იპოდრომთან 2.

m2-ის ბინების შეძენა  1 ივნისამდე სპეციალური ფასითაა  შესაძლებელი.  მაგალითად, თიბისი ბანკის  იპოთეკური სესხით  m2 იპოდრომთან 2-ის პროექტში  ერთსაძინებლიანი  სრულად გარემონტებული ბინის შეძენა თვეში მინიმუმ  350 აშშ დოლარიდან შეგიძლიათ. ამასთან,  უზრუნველყოფის  სახით,  მხოლოდ  შესაძენი მშენებარე ბინაა  საკმარისი.

"დღეს ჩვენ გავუშვით ახალი პროდუქტი, ეს არის m2-ში ბინის შეძენა თიბისი ბანკის სესხით. აქამდე ჩვენ არ გვქონდა  მსგავსი რამ,  ბინებს ვყიდდით საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით და ამასწინათ  ჩავრთეთ ასევე მსგავსი პროგრამა რესპუბლიკა ბანკთან. მოხარულები ვართ, რომ  თიბისი დაინტერესდა ჩვენი ბინებით და ჩვენი პროგრამით. ვფიქრობთ, თბისი ბანკის დახმარებით, საკმაოდ   დიდ კლიენტურაზე გავალთ და გაყიდვების სერიოზულ სტიმულირებას შევძლებთ",-განაცხადა m2 უძრავი ქონების გენერალურმა  დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

თიბისი  ბანკის ოპოთეკური ცენტრი 2014 წელს გაიხსნა და ის  თბილისში, ჭავჭავაძის 11 ნომერში, თიბისი ბანკის  ცენტრალურ ფილიალში ფუნქციონირებს. ოპოთეკურ ცენტრში სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის 75-ზე მეტი სამშენებლო პროექტი და 2 000-ზე მეტი ბინაა წარმოდგენილი.

თიბისი ბანკის  ოპოთეკურ ცენტრში მომხმარებელს  შეუძლია გაიმარტივოს ბინის შეძენის პროცესი, ერთ სივრცეში მიიღოს  ინფორმაცია მიმდინარე  სამშენებლო პროექტებზე, ისარგებლოს  იპოთეკური  ცენტრის  მენეჯერის რჩევებით, შეარჩიოს  მისთვის  სასურველი სამშენებლო პროექტი და მიიღოს საუკეთესო  პირობები  იპოთეკურ სესხზე.

"მოხარული ვარ,  დღეს თიბისი ბანკმა შესთავაზოს ჩვენს არსებულ კლიენტებს ახალი პროდუქტი. იპოთეკური ცენტრი უკვე  გახსნილია 2 წელია და 70-მდე კომპანია გვყავს ჩართული და  დაახლოებით 70-მდე პროექტია. ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ ახალი მნიშვნელოვანი მოთამაშე ამ დარგში შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს. კონკრეტულად m2, რომელსაც აქვს როგორც დასრულებული, ისე მშენებარე ბინები. ერთ გარემოში, იპოთეკურ ცენტრში, შეძლებს მომხმარებელი მაღალი ხარისხის პროდუქტით სარგებლობას. ეს გამოიხატება იმაში, რომ  მხოლოდ შესაძენი ბინა იქნება გირაოთი წარმოდგენილი, არაფერი დამატებით გირაოს ჩადება  არ იქნება საჭირო. ჩვენი კლიენტებისთვის სესხის მომსახურება იქნება მარტივი იმიტომ, რომ  ამ ბანკში ერიცხებათ  ხელფასები, აქ აქვთ ანგარიშები და შემდეგ მარტივია მომსახურება",-აღნიშნა თიბისი ბანკის  გენერალური დირექტორის  მოადგილემ, ნინო მასურაშვილმა.

იპოთეკური ცენტრის მომსახურება სრულიად უფასოა.  დაინტერესებულ პირებს  ყველა მიმდინარე  სამშენებლო პროექტზე დეტალური ინფორმაციისა და  ფოტომასალის ნახვა იპოთეკურ  ცენტრში მისვლის გარეშე, იპოთეკური ცენტრის ვებგვერდზეც შეუძლიათ: http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mortgage-center-projects

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics