|
2016-05-18 17:42:00, 593 ნახვა
საზოგადოება
აჭარის დელეგაცია ტერნოპოლის ოლქში იმყოფება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინის რესპუბლიკაში, ტერნოპოლის ოლქში იმყოფება, სადაც 19-20 მაისს დაგეგმილ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში „ტერნოპოლი Invest – 2016" – ში მიიღებს მონაწილეობას. აჭარის დელეგაციის წევრებმა დღეს შეხვედრა გამართეს ტერნოპოლის გუბერნატორთან ბატონ სტეპან ბარნასან, რომელზეც აჭარის ა.რ. მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანმა ლევან ჯაშმა აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა. რაც შეეხება ფორუმს „ტერნოპოლი Invest – 2016", მას ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო ადმინისტრაციებისა და უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრებიან. ფორუმი 19 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას უკრაინაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ. ეკონომიკურ ფორუმზე წარმოდგენილი იქნება როგორც აჭარის, ისე ტერნოპოლის საინვესტიციო პროექტები და ტურისტულ-ეკონომიკური პოტენციალი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)